ჩემი მოკლე ბიოგრაფია

ქვემო ქართლის პატარა სოფელში , დიდ დმანისში, დაიბადა პატარა გოგონა რომელსაც მშობლებმა დარქვეს თეონა. ეს გოგო დახლოებით 17 წელი იზრდებოდა ამ სოფელში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არცისე გამორჩეული და დიდად ხაზგასასმელი ამბავი არ მომხდარა,თუ არ ჩავთვლით იმას რომ მათემატიკის მასწავლებელს ძალიან უყვარდა ის. შემდეგ მან ჩაბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და სწორედ მაშინ დაიწყო მისი აქტიური ცხოვრება. პირველი პროექტი,რომელშიც მან მიღო მონაწილეობა იყო “ბიზნეს ინოვაცია” , რომელსაც თავისი უნივერსიტეტის თვითმართველობა ატარებდა , შემდეგ არ დასჯერებია თავის უნივერსიტეტის ცოდნას და უნდოდა ის ნაკლი რასაც თავის უნივერსიტეტში ხედავდა შევსო სხვა უნივერსიტეტების დახმარებით. ამიტომ გაიარა ტრენინგ-კურსი „საღი აზრის ეკონომიკა“ საქართველოს უნივერსიტეტში,შავი ზღვის უნივერსიტეტში იღებდა სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობას, შემდეგ გადაწყვიტა თავისი ცოდნა დებატებში გამოეცადა , მართალია ვერ გაიმარჯვა ,მაგრამ გამოცდილება მიღო. ამ წვრილმანი პროექტების რაოდენობა ბევრია ,რაშიც თეონამ მიღო მონაწილეობა და შემდეგ მოულოდნელად წაწყდა „სამოქალაქო ქმედების“ აპლიკაციას , შეავსო, ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ახლა ამ წერილს წერს. მინდა დავძინო რომ ეს ადამიანი აქ შეჩერებას არ აპირებც, სურს მეტს მიაღწიოს და მაქსიმალურად გამოიყენიოს თავისი შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად.

ჩემთვის / #ქმედება არის

თავდაპირველად როდესაც „სამოქალაქო ქმედების“ აპლიკაციას ვავსებდი , სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი, ისიც კი მახსოვს ძაან ვჩქარობდი, რადგან აპლიკაცის შევსების გამო მეგობართან შეხვედრა ერთ საათით დამიგვიანდა ,მაგრამ საბოლოდ ბედნიერი ვარ რომ ამ პოროექტის მონაწილე გავხდი. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო ვყოფილიყავი თქვენი გუნდის წევრი თუნდაც მხოლოდ ერთი თვით , რადგან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი საკითხის მიმართ რწმენა განვიმტკიცე და ბევრის მიმართ კი აზრი შემეცვალა.და ეს ყველაფერი მოახერხეს ჩემმა არაჩვეულებრივმა ტრენერებმა, ბატონ გურამმა და ირაკლიმ,დიდად სასიამოვნო იყო ამ ადამიანებთან ურთიერთობა,ვინაიდან ისინი იყვნენ – განსხვავებულები, ორიგინალურები და საკუთარ საქმეში თვითდაჯერებულები. როდესაც ვხედავდი მათ შეუპოვრობას , განსწავლულობას უფრო მეტი მოტივაცია მეძლეოდა, ხშირად ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, დიახ მე მინდა მათი მსგავსი ვიყო და მათსავით მქონდეს შესაძლებლობა ვასწავლო სხვებს, რაც ჩემთვის კარგად ცნობილია და შთვაგონო რომ შეუძლებელი არაფერია , ისევე როგორც მათ ეს შეძლეს ჩემს შემთხვევაში. ყოველთვის უნდა იბრძოლო შენი იდეისთვის და მიაღწევ მიზანს! მგონი ზემოთ ნათქვამი ყოველივეთი აღვწერე თუ რა მომცა ამ პროექტმა მე , ამიტომ ვამაყობ რომ ამ უკანასკნელის პირველი ნაკადის წევრი ვიყავი, დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.

მე ასეთი საქართველო მინდა…

დღესდღეობით საქართველოში შეიმჩნევა სავალალო მდგომარეობა, ვინაიდან ბევრი ადამიანი ტოვებს სამშობლოს და მიდის უცხოეთში. ერთისმხრივ ეს კარგია რადგან ბევრი სასწავლებად მიემგზავრებაან კიდევ სამუშაოდ , მაგრამ მოდით მეორე მხრივაც შევხედოთ ამ საკითხს , სასწავლებლად წასულები ხშირ შემთხვევში აღარ ბრუნდებიან უკან, თოთქოს და აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ, თუ ყველა დავტოვებ ქვეყანას და მოხდება ტვინების გადინება ამით ხელს შეუწყობთ სამშობლოს “”დაჩაჩანაკებას”” და განადგურებას, რაც ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანს არ გვინდა. უპირველეს ყოვლისა მინდა საქართველო გაბრწყინებული , გამთელებული და გაძლიერებული ვიხილო, მაგრამ მინდა ეს ყოველივე რიალისტურ იდიოლოგიას ეფუძნებოდეს. კარგად მესმინ ისიც რომ ამ ყოველივეში მე და ბევრმა ჩემნაირმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რათქმაუნდა უნდა გავეცნოთ საზღვარგარეთის პრაქტიკას, გამოცდილებას და გადმოვიღოთ ის რაც უფრო რელევანტურია ჩვენი ქვეყნისათვის, აგურსა აგური დავადოთ და ასე მივაღწევთ წარმატებას. მინდა ჩემი სამშობლო იყოს ისეთი როგორში ცხოვრებასაც არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც დიდი სიამოვნებით მოინდომობენ, მინდა ვიხილო დაკარგული ტერიტორიები შემოერთებული, იმედი აღსავსე საზოგადოება გარშემო და მოტივაცით გაბრწყინებული, ვინაიდან რაც უფრო მეტი თანამოაზრე გეყოლება გვერდზე, უფრო მყარად იდგები დედამიწაზე, რაც ჩვენ, ქართველებს, ძალიან გვჭირდება.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

ეს ისეთი კითხვა, რომელიც თითქოს ერთ შეხედვით ხშირად ისმევა , მაგრამ პასუხის გაცემა ძნელადა შესაძლებელი, თუ ადამიანს თავისი შესაძლებლები არ აქვს კარგად გაზრებული. პატარობაში ძლიერ მიყვარდა მათემატიკა და მსგავსი საგნები, ალბათ ესაცა ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ბიზნესზე ვსწავლობ, რადგან ამ ორ კომპონენტს ზედმიწევნით ერთმანეთისაგან განურჩეველს ვხედავდისიყრმეში , ჩემი მშობლები კი , ისევე როგორც სხვა შვილების, ჩემს არჩევანშიც არ ერეოდნენ.. ხშირად, როცა თვალებს დავხუჭავ პატარა ბავშვივით წარმოვიდგენ ჩემს მომავალს. ვხედავ როგორ ვარ დასაქმებული ბიზნესის სფეროების საქმებში , როგორ ვმართავ მოლაპარაკებებს სხვადასხვა საკითხების მიმართ ჩემს კოლეგებთან, როგორ ვეხმარები სხვებს და ამით უკეთესობისკენ ვცვლი ყველაფერს. თითქოს ბანალურია ის ფაქტი რომ ყველაფერს შევცვლი, დავეხმარები სხვებს და მსგავსი საკითხებიდა პატარა ბავშვის ახირებას ჰგავს , რაშიც მე ვერ დავეთანხმებივერავის . უპირველეს ყოვლისა, როდესაც რაიმეს გაკეთებაზე ვფიქრობ მინდა ჩამოვყალიბდე პიროვნულად და შემდგომ პროფესიონალურად. მინდ ვიყო კარგი ბიზნესვუმენი და დაუმტკიცო ყველას რომ შეუძლებელი არაფერია.

ქართველობა ჩემთვის არის…

ვფიქრობ, ეს საკითხი თითოეული ადამიანისათვის სათუთი და დიდად დასაფიქრებელია . ვიცი კარგად რომ ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა პასუხი ექნება და არცა გასაკვირვი. ჯერ კიდევ საუკუნების წინ დიდმა ილიამ ლოზუნგის მსგავსათ წარმოსთქვა “”ენა, მამული, სარწმუნეობა”” და მეც ვიზიარებ ამ უკანასკნელს და ვფიქრობ რომ ესა სწორედ ქართველობა, არ მომწონს ის ფაქტი როცა ქართულ სიტყვებში ურევენ რუსულს ან თუნდაც ინგლისურ სიტყვებს, ეს იმდენად მნიშვნელოვან არა მაგრამ ვფიქრო ყურადღება გასამახვილებელი მაინც არის , რადგან ენის შენარჩუნებას და ქართველობისთვის ბევრი ადამიანი იბრძოდა და იბრძვის და ვფიქრობ ასეთ პატარა ნიუანსებზეც უნდა გავამახვილოთ ყველაფერთან ერთად ყურადღება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც არის შრომისმოყვარეობა , განათლება და პატიოსნება. ვიცი ბოლო სიტყვას , პატიოსნებას, ყველა თავისებურად გაიგებს და ბევრი ტალახის და ქვის მსროლელი გამომიჩნდება. არ ვარ ევროპის მიმართულებით წინსვლის მოწინაღმდეგე, პირიქიღ, ევროპა გვაძლევს ბევრ საკითხის მიმართ ცოდნას და გამოცდილებას, მაგრამ ხშირად ეს ყველაფერი ქართველებს დამახინჯებით გადმოაქთ, როგორც უკვე აღვნიშნე ხშირია ჟარგონების გამოყენება და მსგავსი ხარვეზები თ ამას აღმოფხვრით და კარგს გადმოვითანთ უცვლელად ან თუ შევცვლით ნიუანსებს კარგისკენ შევცვალოდ. ბოლოსკენ კი მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო და ხაზი გაუსვა ქართველობა ჩემთვის არის ენის მამულის და სარწმუნოების შენარჩუნება და ამ ფასეულობებით სიარული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.