გაიცანით – ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის სტიპენდიატი – თეონა ტაკიძე. თეონა 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში გაივლის.

„ქედის რაიონი ეს არის ადგილი, სადაც სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხი ცხოვრობს ჭეშმარიტი სიყვარულით. ყოველთვის მსურდა დავსაქმებულიყავი იქ, სადაც ჩემი რაიონის მომავალი წყდებოდა. მოხარული ვარ, რომ ამის შანსი მეძლევა. ამ სტაჟირებით ჩემი დაინტერესება არის ერთგვარი გამოწვევა ჩემთვის და ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება განვითარებაში, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში. გარდა ამისა, საშუალებას მომცემს, საკუთარი თავი გამოვცადო ახალ სამუშაო გარემოში.“

თეონა ტაკიძე დაიბადა 2000 წლის 27 სექტემბერს, ქედაში. ქედის საჯარო სკოლაში სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩაირიცხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით ინგლისური ფილოლოგია. თეონა ძალიან აქტიური ახალგაზრდაა, რომელიც უზომოდა არის შეყვარებული საკუთარ მუნიციპალიტეტზე. მოსწავლეობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქედის ახალგაზრდული ცენტრისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ღონისძიებეში. წერდა პროექტებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გასააქტიურებლად, იყო მრავალი ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა ქედის ახალგაზრდულ, ასევე დღემდე არის ქედის მრჩეველთა საბჭოს წევრი. სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში და ცდილობს იყოს აქტიური სტუდენტი. საკუთარ თავში უყვარს მოტივირებულობა და საქმისადმი სიყვარული, არის მშრომელი და მიზანდასახული, მისი ჰობია მოგზაურობა. თეონას სურს გახდეს წარმატებული პედაგოგი და იმუშაოს იქ, სადაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს.

ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის – ამიტომ, წარმატებები თეონას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.