ჩემი მოკლე ბიოგრაფია
დაიბადა 2001 წლის 17 იანვარს, 15:00 საათზე ,ჯანმრთელი ბულკივით ბავშვი. ბავშვობიდანვე უყვარდა ხატვა და ცეკვა.2003-2007 წლებში დადიოდა ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღში.ბავშვობიდანვე გამოხატავდა პროტესტს იმის წინააღმდეგ რაც არ მოსწონდა რამაც ბაღში შედეგი გამოიღო და ბორში წიწიბურამ შეცვალა. წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე ისწავლა მშობლების დახმარებით. 2007 წელს სწავლა დაიწყო ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ამჟამად XI კლასის მოსწავლეა. სკოლაში აქტიურად ერთვება სამოქალაქო განათლების პროექტებში და განხორციელებული აქვს საგრანტო და სასკოლო პროექტები.
ჩემთვის #ინიციატივა არის
საიდან დავიწყო… ინიციატივა ჩემთვის არის საშუალება იმისა, რომ გავიცნო ადამიანები და დავუმეგობრდე მათ. ინიციატივა არის გარემო სადაც იბადება ახალი და კრეატიული იდეები. ადგილი სადაც სწავლობ და ერთობი, გამოხატავ აზრს,უზიარებ შეხედულებებს და ცოდნას.
ინიციატივა ჩემთვის არის გარემო სადაც უამრავი ჭკვიანი,მხიარული და მეგობრული ადამიანია და მე თავს ბედნიერად ვგრძნობ რადგან მეც ამ გარემოს წევრი ვარ.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჰმმმ… ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის უმაგრესი ადამიანების ჯგუფი და მელაშვილი. ასევე ორგანიზაცია რომელიც ზრუნავს პროდუქტიული და კრეატიული იდეებით დატვირთული ახალგაზრდებზე. აძლევს მათ საშუალებას რეალობაში მოიყვანონ თავიანთი იდეები და ამით შეცვალონ საზოგადოების თვითშეგნება და შეხედულებები რაიმე კარგი და ნაყოფიერისკენ.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში რომელიც არის ძლიერი და თავისუფალი. ქვეყანა რომელიც ყოველთვის მზადაა ახალი გამოწვევებისთვის და მისთვის მთავარია მომავლის გაუმჯობესება. სახელმწიფო რომლის მმართველი ხალხია და სამართლიანობა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მე მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში სადაც ხალხი მარტო საკუთარ თავზე არ ზრუნავს და ცდილობს ყველაფრის ეკეთესობისკენ შეცვლას.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მოქალაქე, რომელისაც უყვარს საკუთარი სამუშაო და ადამიანი რომლის ცხოვრება მცირედ შედეგს მაინც გამოიღებს სხვისთვის. მოქალაქე რომელიც იქნება მისაბაძი , კრეატიული და პროდუქტიული. დიახ დიახ სულ ესაა რაც შეეხება სამომავლო პროფესიას ჯერ არ გადამიწყვეტია მაგრამ ვიმედოვნებ რომ დაკისრებულ სამუშაოს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ინტერესით მოვეკიდები.
ქართველობა ჩემთვის არის…
პირველ რიგში ჩემთვის ქართველობა, ზოგიერთი ქართველისგან გასხვავებით არ არის რაიმე ნივთი რომლის დაკარგვაც შეიძლება. ეს არ არის ქუდი რომელიც შეიძლება ქარმა წაგართვას. ჩემი აზრით ქართველობა არის ხალხი. მე ვარ ქართველი და გამაჩნია ჩემი პირადი ღირებულებები, აზრი , შეხედულება რაც ჩემს ქართველობას გამოხატავს. ყველა ადამიანი განსხვავებულია ანუ ყველას თავისი ქართველობა აქვს. მე ვერ წამართმევენ და ძალით ვერ შემაცვლევინებენ შეხედულებებს… მე ვერ წამართმევენ ჩემს ქართველობას.ქართველობა ეს არის პიროვნული ღირებულებების, თვისებებისა და აზრების ერთობლიობა რომელიც ერთ დიდ სოციუმს ქმნის.