მაჩხაანის თეატრი რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს, ამჟამად უმოქმედოა და არის სარემონტო. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს გაემართათ სპექტაკლი ხოლო შემოსული თანხით ეხმარებიან თეატრის აღდგენას.

პროექტ ინიციატივის ფარგლებში 23 ივნისს 13:00 საათზე მაჩხაანის თეატრს ეწვია “მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” დასი და გამართა საბავშვო სპექტაკლი “ჩვენი ყურშა ჩვენი ეზოს მშვენებაა”.

ღონისძიება, გარდა იმისა, რომ იყო საქველმოქედო და სრული ანშლაგით ჩატარდა, იყო მრავალმხრივ საინტერესო. სპექტაკლზე დასასწრებად ჩამოვიდა ნინოწმინის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის თოჯინების თეატრის კლუბი “თოჯინების სამყარო”. სპექტაკლის შემდეგ მონაწილე ბავშვებსა და კლუბს შორის შედგა აქტიური კომუნიკაცია და დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და ერთიანი ქსელის შექმნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.