ნინოწმინდის საჯარო სკოლაში არის მოსწავლეების მიერ შექმნილი კლუბი “თოჯინების სამყარო”. კლუბი პერიოდულად მართავს სპექტაკლებს სკოლის მოსწავლეებისთვის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელით უწევთ თოჯინების შეკერვა, ვერ ახერხებენ სპექტაკლების ხშირად ჩატარებას.
კლუბის განვითარების მიზნით შევიძინეთ საკერავი მანქანა და ქსოვილები.
14 ივნისს კლუბმა პლატფორმა “ინიციატივის” სახელით გამართა სპექტაკლის ჩვენება, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტი “ინიციატივა”, მისი საქმიანობა, მიზანი და ჩვენი საერთო პროექტი, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სკოლა არის სომხურ ენოვანი, შესაბამისად აქამდე ტარდებოდა სპექტაკლები მხოლოდ სომხურ ენაზე სომხური ზღაპრებიდან. ჩვენი ჩართვის შემდეგ სექტემბრის განმავლობაში დაგეგმილია სპექტაკლები სულხან-საბა ორბელიანის იგავების მიხედვით, ქართულ ენაზე რაიონის სხვადასხვა სკოლაში