ჩემი მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე ქ.გორში საშუალო დენის ოჯახში. დედითაც და მამითაც სეფარადი ქართველი-ებრაელი. 6 წლის შევედი სკოლაში. 8 წლის იძულებით 2008 წლის აგვისტოს ომის გამო მომიწია ისრაელში გადასვლა სადაც 1.5 წ დავყავი ქ.აშდოთში. ჩამოვედი ქ.გორში და დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს. 15 წლისამ მივიღე მონაწილეობა დიპლომატიის სკოლაში რაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდია. შემდეგ EGI-ს პროექტ ინიციატივაში გავწევრიანდი და ამჯერად არა სამთავრობო ორგანიზაცია ევროპელ-ინიცატორთა ასოციაციის თვითმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვარ. ჯერ არ მოვმკვდარვარ დიდი ხანი არც ვაპირებ და მინდა რომ დასახულ მიზნებს მივაღწიო.
ჩემთვის #ინიციატივა არის
ჩემთვის ინიციატივა ასოცირდება წამოწყებასთან რომელიც საქართველოს ახალგაზრდებს საშუალებას გვაძლევს გავიუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები და შევცვალოთ უკეთესობისკენ ჩვენს გარშემო არსებული გარემო და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა. შესაძლებლობა რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ჩვენი თანატოლების და ბევრად კომპეტენტური პიროვნებების აზრებს და გამოცდილებებს რაც ჩვენს მუშაობას უფრო ნაყოფიერს ხდის.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იმ ორგანიზაციების სათავეში დგას რომელიც ახალგაზრდების და რაც მთავარია საქართველოს განვითარებისთვის შრომობს. რაც განპირობებულია იმ პროფესიონალთა ჯგუფით რომელნიც მართავენ მას და მრავალი მათგანიც ჩემთვის მისაბაძია. და რაც მთავარია საუკეთესო მაგალითი თუ როგორ შეიძლება გუნდურმა მუშაობამ ეფექტური შედეგები დადოს.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ყოველთვის ვოცნებობ ისეთ ძლიერ საქართველოზე რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მისი ინტერესების დაცვა როგორც რეგიონალურ ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ისეთი საქართველო რომელიც პრო- ქართული იქნება და არა პრო-დასავლური ან ჩრდილოური. საქართველო რომეიც ანგარიშ გასაწევი იქნება არა მარტო პოლიტიკურად არამედ:ეკონომიკურად,სოციალურად და სხვადასხვა მეცნიერებებში. ასეთი საქართველო მწამს და მინდა რომელიც ახალი თაობის შრომით გახდება, იმ თაობის რომელსაც ევროპულ-ქართულ ინსტიტუტი ქმნის.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
დიპლომატი ან საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი,რადგან მწამს რომ დიპლომატიაა იმ პრობლემების გადამწყვეტი სადაც “რკინა და მახვილი” უძლურია და ისეთმა პატარა სახელმწიფოებმა როგორიც საქართველოა ძლიერ მხარედ უნდა აქციოს დიპლომატია ისევე როგორც შეიარაღაბული ძალები.
ქართველობა ჩემთვის არის…
ყველაზე გამორჩეული ფასეულობა და ერთის მხრივ ვალდებულება . ვალდებულება რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვა ისე როგორც ის გვიცავდა საუკუნეების მანძილზე მე და ჩემს წინაპრებს. ფენომენი რომელსაც ვერანაირი პროპაგანდა და “ცეცხლი და მახვილი” ავნებს როგორც მტრის ისე მოყვარის.