ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ივერი შაინიძე დაიბადა 2001 წლის 19 იანვარს ხულოში. 2005 – 2006 წლებში სწავლობდა ხულოს საბავშვო ბაღში. 2007 წლის სექტემბერში დაიწყო სწავლა დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, სადაც დღემდე სწავლობს. ივერი აქტიურად იყო ჩართული სკოლის ღონისძიებებში. უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული სამოქალაქოს კლუბის მეშვეობით. ის იყო სკოლის კალათბურთისა და ფეხბურთის გუნდში, სადაც არაერთხელ გამხდარა რაიონის ჩემპიონი. 2010 წელს შევიდა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „არგინეთში“. ანსამბლთან ერთად ჰქონდა უამრავი გასტროლი საზღვარგარეთ. 2012 – 2013 წლებში ორჯერ იმყოფებოდა თურქეთის ქალაქ იზმირში. 2013 წლის შემოდგომაზე კვლავ საგასტროლო მოგზაურობით იმყოფებოდა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ხოლო 2016 – 2017 წლებში ორჯერ ბულგარეთში. 2016 წლის 22 ნოემბერს ივერი წარჩინებულ მოსწავლეებს შორის ერთ-ერთი იყო და დაჯილდოვდა კომპიუტერით. 2017 წლის 14 მარტს გაიმარჯვა ესსეების კონკურსში „მითები და რეალობა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქრებით. ამის შემდეგ ის იყო ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი (ახალგაზრდა – ტრენერი) ხულოში. 2017 წლის შემოდგომაზე კვლავ გახდა ესეების კონკურსის „გამოხატვის თავისუფლება“ გამარჯვებული და გადაეცა წიგნების ვაუჩერი.
ჩემთვის #ინიციატივა
თითქმის ერთი წელია რაც ვარ ინიციატივი წევრი და ამ ერთი წლის განმავლობაში ინიციატივის დახმარებით შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი.
თავიდან, ჩემთვის ინიციატივა იყო უბრალო გამოწვევა, ახლა კი ის ერთი დიდი ქსელია, რომელიც გვაერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ ადამიანს. ინიციატივამ მომცა შესაძლებლობა კრიტიკული თვალით შემეხედა მოვლენებისთვის, სწორედ ასე ჩამომიყალიბდა კრიტიკული აზროვნება. ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი აქტიური, ამიტომ მცირე რესურსებით სკოლაში ვაკეთებდი პროექტებს. ინიციატივის დახმარებით კი ჩემმა პროექტებმა მოიცვა მთელი რაიონი. მისი დახმარებით ვისწავლე, თუ როგორ უნდა გავხდე აქტიური მოქალაქე და რა უნდა გავაკეთო პიროვნული განვითარებისთვის.პირადად ჩემთვის ინიციატივასთან დაახლოება იყო გარდამტეხი პერიოდი, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ჩემი ცნობიერება.
მაღალმთიან რაიონებში სამოქალაქო აქტივიზმის დონე, რომ განვიხილოთ ცუდი მაჩვენებელია, რადგან ბავშვები არ არიან ჩართული აქტიურად. სწორედ ასეთი ვითარება იყო ხულოში, სანამ გავიგებდი ინიციატივის შესახებ. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მე შევძლებდი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებში გამეღვიძებიინა სამოქალაქო აქტივიზმი, მაგრამ ინიციატივამ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა და ასეთი რთული ვითარების მიუხედავად შევძელი კლუბის ჩამოყალიბება. დღეს ხულოს ინიციატივის კლუბი აქტიურად ვმუშაობთ და ყოველთვის ვცდილობთ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რაც სასარგებლო იქნება მთელი რაიონისთვის.
საბოლოოდ შემიძლია ვთქვა, რომ ინიციატივა ჩემთვის ასოცირდება სიახლესთან, რადგან ყოველდღიურად მისი დახმარებით მაქვს ახალი გამოწვევები. ინიციატივა იყო და იქნება ჩემთვის აღმოჩენა, რომელიც დამეხმარა საკუთარ შესაძლებლობების აღმოჩენაში.”
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან ეს ორგანიზაცია მთლიანად მორგებულია ახალგაზრდებისთვის. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობების ხელშეწყობას და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებაა, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდისთვის, რომელიც ცდილობს უკეთესად დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იმიტომაა გამორჩეული დანარჩენი ორგანიზაციებისგან ,რომ ის მარტო გრანტისთვის არ იბრძვის , მისთვის მთავარია მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს და ჩართოს უამრავ პროექტში. ეს ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს უამრავ ადამიანს , რომლებიც ერთად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ. სწორედ ევროპულ-ქართული ინსტიტუტმა მომცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავი ინიციატივაში, რადგან ინიციატივა მათი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახლავართ ჩვენ ახალგაზრდები. ისინი ცდილობენ უამრავი პროექტით ბავშვების გააქტიურებას და ცნობიერების ამაღლებას.
ევროპულ ქართული ინსტიტუტი იყო და იქნება იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის. ჩემთვის ეს ორგანიზაცია იყო სიახლე, რომლის დახმარებითაც გავიგე უამრავი ახალი პროექტის შესახებ. ევროპულ ქართული ინსტიტუტი ყოველთვის ცდილობს გამოთქვას მწავავედ აზრი თანამედროვე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ჯანსაღი კრიტიკა საზოგადოებას ეხმარება სიმართლის გარკვევაში. აქედან გამომდინარე ეს ორგანიზაცია ჩემთვის სიმართლესთან ასოცირდება, რადგან მისი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტებასთან ახლოს.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ჩემი წარმოსახვითი ქვეყანა არაა განსხვავებული, უბრალოდ ,ვფიქრობ, საზოგადოებაზეა მორგებული.
მე მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავარი საზოგადოების აზრი იქნება და არა მართველი შტოს. მე მინდა საქართველო, სადაც მხოლოდ დემოკრატიაა გამეფებული, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. არავითარ შემთხვევაში ადამიანი არ უნდა დაიჭირონ განსხვავებული აზრის გამო , არ უნდა დაჩაგრონ განსხვავებული ნიშნის გამო, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველა განსხვავდება დანარჩენებისგან . ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა ღებულობდნენ გასამმაგებულ ხელფას მაშინ, როდესაც ქუჩაში უამრავი ღარიბი ადამიანია. მინდა სახელმწიფო , რომელიც იქნება დეცენტრალიზირებული და არა მართული რამდენიმე სუბიექტის მიერ. უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც სამართალი ღირებული იქნება და მოსამართლეები გადაწყვეტილებას გამოიტანენ კანონის შესაბამისად.
ჩვენი პატრიოტული სულისკვეთება იმდენად დიდი იყო, რომ გავუძელით უსაზღვრო ტკივილს და გავთავისუფლდით რუსეთისგან . ახლა კი უნდა შევეცადოთ ფეხი ავუწყოთ დემოკრატიას, რადგან სწორედ დემოკრატიული აზროვნება დაგვეხმარება შევიდეთ ევროპულ ოჯახში. ევროპულ ოჯახში შესვლა კი პირდაპირ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ვიმედოვნებ ,რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის საერთო ღირებულებები მაღალ საფეხურზე გადაინაცვლებს და დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს მსოფლიოში.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ვინ მინდა გამოვიდე მომავალში ? ეს ალბათ ყველაზე რთული კითხვაა, რადგან კონკრეტულად არ მაქვს არჩეული. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც ბავშვობიდან ვფიქრობ. ბევრჯერ ამირჩევია კონკრეტული მიმართულება, მაგრამ მალევე გადამიფიქრებია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ ვიცი. დროთა განმავლობაში შემეცვლება აზროვნება და უკეთ ჩამოვყალიბდები რა მინდა და რატომ.
აბიტურიენტი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემი პირველი მიზანი და ამოცანა უნივერსიტეტში ჩაბარებაა. მინდა სწავლა გავაგრძელო საერთაშორისო ურთიერთობებზე. ყოველთვის მაინტერესებდა საგარეო პოლიტიკა, ამიტომ ვეცდები ჩვენი არსეული პოლიტიკა დავუკავშირო სხვა ქვეყნების წარმატებულ პოლიტიკას და სწორი გათვლები გავაკეთო. ყველანაირად ვეცდები ჩემი საქმით სარგებელი მოვუტანო ქვეყანას და ჩემი მოქალაქეობრვი ვალდებულება მოვიხადო ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე ძალიან მიზიდავს კულტურა, ჩემი სუბიექტური აზრით ქართული კულტურას ანალოგი არ ჰყავსა და შევეცდები ქართული კულტურის პოპულარიზაციას სხვა ქვეყნებში. .
მომავალში მე მინდა უბრალოდ ვიყო აქტიური მოქალაქე, რომლის მთავარი მიზანი იქნება სწრაფვა განვითარებისთვის. ყოველთვის ვეცდები ჩემი ცოდნა და გამოცდილება (რასაც დავაგროვებ) მოვახმარო საზოგადოების კეთილდღეობას. ეს ,რა თქმა უნდა, სურვილის დონეზეა. რეალურად რა მოხდება ამას დრო გვაჩვენებს , მაგრამ არასდროს დავიშურებ შრომას ამის მისაღწევად.
ქართველობა ჩემთვის არის…
რა არის ქართველობა ? ეს დღეს აქტუალური თემაა, რომელზეც პასუხის გაცემა მარტივი არაა. დღეს ხშირად ამბობენ, რომ ქართველობას გვართმევენ, მაგრამ ვერ გამიგია საზოგადოება რას მოიაზრებს ქართველობაში, რომელსაც ართმევენ. ქართველობა ჩემთვის ისეთი რამეა, რომელსაც ვერ წამართმავენ, ვერც მომპარავენ და ვერც ვერაფერზე გავცვლი. ქართველობა ჩემთვის ჩემი ღირსება და პატიოსნებაა , ჩემი შინაგანი მეა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავიდინო ცუდი რამ. ჩემთვის ქართველობა უფროსის პატივისცემა, მანდილოსნის დაფასება, და ქვეყნისთვის ერთგულებაა. ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა, როგორ უნდა წაგვართვან ის რაც უკვე ვახსენე. ადამიანები ხშირად ქართველობას უკავშირებენ ტრადიციებს, კულტურას, ანბანს და ასე შემდეგ, მაგრამ კულტურაც, ტრადიციაც და ანბანიც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც ისე აქვთ, როგორც ჩვენ.
მე ვარ ქართველი და მე ვიცი, რომ ჩემი შინაგანი მე არ მომცემს იმის საშუალებას ქალზე ხელი აღვმართო, არ მომცემს იმის საშუალებას უფროს შეურაცხყოფა მივაყენო, სწორედ ეს ფასეულობებია ქართველობა. ქართველობა მხოლოდ კარგი რამ ჰგონიათ. ქართველობაა, სწორედ ის, რომ ნაგავს ნაგვის ბუნკერში კი არა ძირში ვაგდებთ, ქართველობაა სწორედ ისიც, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები საპირფარეშოდაა მოწყობილი. აქედან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველობა ისეთი რამეა რასაც ვერავინ შეეხება. ჩვენ შეგვიძლია ის გავიგოთ სხვადასხვა ვარიანტით.
უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველობა ის უნიკალური ღირსებაა, რომელიც ყოველ ჩვენგანს გააჩნია და ამის მართვა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.