პროექტი „ინიციატივა“ ხელს უწყობს ახალგაზრდული ჰაბების ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოს ყველა რეგიონში. დაბა ხულოს ჰაბი არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ინიციატივის ბაზაზე ჩამოყალიბდა და დღემდე აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
9 მაისს, დაბა ხულოს თეატრის შენობაში, ჩაოს საჯარო სკოლამ, პროექტის „ინიციატივა“-ს მხარდაჭერით, ჩაატარა საქველმოქმე დოკონცერტი – ” სიკეთე მადლია!”
ეს ინიციატივა ამავე სკოლის მოსწავლეებისაგან წამოვიდა, რათა მხარი დაეჭირათ სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის საბა ლაბაძესთვის, რომელსაც აქვს ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური გულყრით.
9 მაისს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, რეგიონში პირველად ჩაეყარა საფუძველი „ხულოს ინიციატივის კლუბს“, რომელიც გააერთიანებს უამრავ ახალგაზრდას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან და ხელს შეუწყობს ახალგაზრდული აქტივიზმისა და სამოქალაქო განათლების გაზრდას უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე რეგიონში.
ამ პირველი პროექტის შემდეგ ახალგაზრდებმა გააგრძელეს აქტიურად მუშაობა და იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში (წაბლანა, სხალთა, თხილვანა, ხიხაძირი, უჩხო, ოქროაშვილები, რიყეთი, დიოკნისი), სადაც ჩაატარეს ტრენინგები არა ერთ თემაზე: გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო აქტივიზმი.