დღეს შვედურმა გამოცემა Blanskpot-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტ რაზმუს კანბეკის ვრცელი სტატია საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რის შესახებაც გამოცემას ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარეს, გიორგი მელაშვილი, ესაუბრა.

სტატია ნიკა მელიას დაკავების შედეგად შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეთმობა. მასში მიმოხილულია ის პროცესები, რამაც ეს რთული სიტუაცია გამოიწვია. გიორგი მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მიერ მიღებულ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერაზე და ქართული პოლიტიკური სივრცე აღწერა, როგორც „უკიდურესად პოლარიზებული” და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს პოლარიზაცია ხელს უშლის ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგსა და ქვეყნის განვითარებას.

Blankspot – შვედური ციფრული გამოცემაა, რომლის მთავარი ამოცანაც მედიის მიერ ყურადღების მიღმა დატოვებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების გაშუქებაა.

სტატიის (შვედურ ენაზე) სანახავად იხ. https://blankspot.se/georgien-skakas-av-stora-protester-efter-att-oppositionsledare-arresterats/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.