
პრეზიდენტი მარგველაშვილ „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“-ს მაისურში. ჟურნალ „ლიბერალის“ გარეკანი. წაიკითხეთ „ლიბერალის“ სრული სტატია.
აბსენტიზმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა დემოკრატიულ სახელმწიფოებში. უკანასკნელი 10 წლის განმვლობაში საქართველოში ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის ძალიან დაბალი აქტივობა შეინიშნებოდა. დაბალ აქტივობასა და ახალგაზრდებში პოლიტიკისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა საერთაშორის და ადგილობრივი კვლევები.
2016 წლის აგვისტო-სექტემბერში ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ჩაატარა უპრეცედენტო მასშტაბის მქონე კამპანია „შენი ხმა – ჩვენი მომავალია“, რომელიც მიზნად ისახავდა სწორედ ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას არჩევნებში მონაწილეობის პოპულარიზაციის კუთხით.
პროექტის დაგეგმარების მომენტიდან ცხადი იყო პორექტის უპრეცედენტო მასშტაბის აუცილებლობა: საჭირო იყო ახალგაზრდების ჩართულობა, მათი დატრენინგება და მთელი საქართველოს მოცვა. ამისათვის დაიგეგმა 10 საზაფულო სკოლა ახალგაზრდებისათვის, საგანგებოდ შექმნილი უნიკალური პროგრამით. საზაფხულო სკოლის მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩენ.
ჩვენს მიერ ჩატარებულ 10 საზაფხულო სკოლაში 2 თვის განმავლობაში 500-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. საზაფხულო სკოლების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის ახსნა – სკოლის დასრულების სემდეგ კი თავად ამ ახალგაზრდებს პროექტის ფარგლებშივე ჰქონოდათ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში. ამ შეხვედრების შედეგად ახალგაზრდებს უნდა დაერწმუნებინათ თანამოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელოვნობაში. 10 სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული საზაფხულო ბანაკის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში საქართველოს 20 სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს მოსახლეობასთან შეხვედრები.
პროექტის მონაწილეები ქუჩაში უხსნიდნენ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, საზაფხულო სკოლის ყველა მოსწავლე ქალაქებში აწყობდნენ სახვადასხვა სახის კრეატიულ დადგემბსა და ფლეშმობებს, რითაც იქცევდნენ მოქალაქეებისა და მედიის ყურადღებას.
„შენი ხმა, ჩვენი მომავალია“ საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო პროექტია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. პრექტი საქართველოში არსებულმა ყველა მედია მაუწყებელმა გააშუქა, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული უამრავი ღონისძიება გაშუქებული იყო, როგორც ადგილობრივი მედია საშუალებებით, ასევე რეგიონული და ეროვნული მასშტაბის მედია საშუალებებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელების პერიოდში ევროპულ-ქართულ ისტიტუტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ექსპერტები ატრენინგებდნენ პროქტის მონაწილეებს შემდგმომი საქმიანობისათვის.
პროექტის უმთავრესი მიღწევა მონაწილე და ჩართულ ახალგაზრდებში მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება გახლდათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონაწილეთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა არჩევნებზე დამკვირვებლად მონაწილეობა გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობის შემდეგ. პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავალიას“ დასრულების შემდეგ გაჩნდა იდეა ახალგაზრდული სამოქალაქო პლატფორმის ჩამოყალიბების, რომელიც მომავალში სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებულ თემებზე იმუშავებდა. დღეს ეს პლატფორმა არსებობს სახელით „ინიციატივა“ და საქარველოს სხვადასხვა რეგიონში 100-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. სამოქალაქო პლატფორმა ინიციატვა მთლიანად ეფუძნება პროექტ „შენი ხმა ჩენი მომავალია“-ს მონაწილეებს საქართველოს ყველა რეგონში.
კამპანიის შეჯამება
კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10-ივე რეგიონში ჩატარდა საზაფხულო სკოლები, რომელში მონაწილეობაც 500-მა ახალგაზრდამ მიიღო:
- ახალგაზრდები ხვდებოდნენ ამომრჩეველს, უბრალო მოქალაქეებს და უყვებოდნენ მათ არჩევნების მნიშვნელობაზე.
- ისინი არ უწევდნენ აგიტაციას რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს.
ისინი არწმუნებდნენ თანატოლებს, უფროსებს, უმცროსებს, რომ თითო ხმა მნიშვნელოვანია. - რომ ამომჩევლის აქტივობა დემოკრატიული სახელმწიფოს წინაპირობაა.
- რომ ამომრჩეველი ავალდებულებს პოლიტიკოსს და შესაბამისად აკონტროლებს მას.
- რომ ქართული დემოკრატია უნდა შედგეს მათი თანამონაწილეობით.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დემოკრატია ქართულ მრავალხმიანობასთან არის გაიგივებული – სადაც თითო ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.