კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვისკოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის არის არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, რომლებიც დეზინფორმაციის მონიტორინგის და კვლევის მიზნით კოალიციაში გაერთიანდნენ. კოალიცია 2021 წლის 27 სექტემბერს ქართული საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით USAID-ის და ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა და დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგის და კვლევის მიმართულებით მუშაობს.

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის ძირითადი სამუშაო მიმართულებებია დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კვლევა.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები არიან:

  • მედიის განვითარების ფონდი,
  • iFact,
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),
  • ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი,
  • სამართლიანი არჩევნები,
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS),
  • ჟურნალისტის ეთიკის ქარტია,
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI),
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • ფრანკლინის კლუბი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი,
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

კოალიციის საქმიანობის მთავრი სფერო არის დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასტან ბრძოლა. წევრი ორგანიზაციები შეეცდებიან ერთიანი და კოორდინირებული პასუხი გასცენ იმ მავნე გარე თუ შიდა აქტორებს, რომლებიც დეზინფორმაციის გამოყენებით საზოგადოების დაყოფასა და დაპირისპირებას ცდილობენ.

კოალიციის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის ფინანსებით და USAID-ის ტექნიკური დახმარებით. ამ გვერდზე გათქმული მოსაზრებები ეკუთვნის კოალიციას და შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის და აშშ-ს მთავრობის მოსაზრებებს.

კოალიციის საქმიანობას შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ FB გვერდზე: https://www.facebook.com/infointegritycoalition/

EGI-ს სხვა ალიანსებისა და აფილაციების შესახებ იხილეთ ჩვენი ორგანიზაციის ალიანსები და აფილაციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.