თბილისში, კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში 28 ივლისს 5 საათიდან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა სტენდი, სადაც მოთავსებული იყო კალათები ფურცლებით. ფუცლებზე ეწერა ფაქტები კონსტიტუციის შესახებ.
5 წუთში ერთხელ ორგანიზატორების მიერ ისმებოდა კითხვა, რომლის პასუხი ამ ფურცლებიდან ერთ-ერთი იყო. მას, ვინც პირველი გასცემდა სწორ პასუხს, ენიჭებოდა ქულა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე სხვადასხვა სახის ქვიზი და მონაწილე ადამიანები დასაჩუქრდნენ სსვადასხვა სახის პრიზებით. ასევე გაიმართა თამაში „კონსტიტოპოლი“ მონოპოლიის პრინციპებზე დაყრდნობით. დავალებებს მოთამაშეები კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემით ართმევდნენ თავს.
დასკვნით ეტაპზე მოეწყო კინოჩვენება Lisi Charlie Organic Café-ს ტერიტორიაზე. მოწვეული იყვნენ შშმ პირები. ფილმის ჩვენების ბოლოს გაიმართა დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ყავდა ბევრი სპონსორი-
- FRIXX
- 17 კვადრატი
- Ronny’s Pizza
- ელ. წიგნების მაღაზია „საბა“
- Te Da Art
- ახალი მზიური • New Mziuri
- Hippie
- Posteration
- Nino Chakvetadze’s Art
- May ჩანთები
- Lisi Charlie Organic Cafe
- ექსპერიმენტორიუმი
- GB