ხარაგაულში, კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში პროექტი „კონსტიტუცია – გზა თავისუფლებისკენ“ ჩატარდა. პროექტი „ქუჩის თამაშით“ დაიწყო. 200 მეტრის ლოკაციაზე განლაგებულ რვა ორგანიზაციაში (რაიონული ფოსტა, სასამართლო, ცენტრალური ბიბლიოთეკა) თამაშის მონაწილეებს ფერად ფურცელზე დაწერილი მინიშნება – კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი ხვდებოდათ.
თამაშის მონაწილეს უნდა გამოეცნო, თუ რომელი მუხლი შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობას. თამაშის მონაწილეებმა – ლუკა გურგენიძემ, ლიზი ბარბაქაძემ და გიგა ხიჯაკაძემ ადვილად გამოიცვნეს, რომ 24-ე მუხლი მედიის თავისუფლებას, 41-ე სასამართლო ხელისუფლებას, 37-ე კულტურული გარემოთი სარგებლობის თავისუფლებას, 32-ე სოციალურად დაუცველთა, 28-ე ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვას, 35-ე განათლების მიღების თავისუფლებას, 40-ე უდანაშაულობის პრეზუმციას იცავს.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სახვასასხვა სახის პრიზებით