თბილისში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში დუშეთში მოეწყო ჯგუფური გასვლა სოფ. დავათში, ლაფანაანთკარსა და ნოკორნაში. გუნდის წევრები შეხვედრების ფარგლებში ესაუბრნენ მოსახლეობას შემდეგ თემებზე:
- კონსტიტუციის მნიშვნელობა და საჭიროება;
- საქართველოს პირველი კონსტიტუცია;
- მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები;
- პლებისციტის მოდელირება;
სკოლაში არსებული რესურსებით შექმნეს მინიატურული ,,ბანერები“ , რომელიც ყველა სოფელში განთავსდება. მასზე დაიტანეს სხვადასხვა გამონათქვამი ქვეყნის უზენაესი კანონის შესახებ, მაგ. ,,კანონი მეფეა და არა მეფე კანონი!“, ,,ხალხის ძალა კანონშია!“ და ა.შ.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათ დაურიგდათ ფლაერები, რომელიც მოკლედ და საინტერესოდ ასახავდა კონსტიტუციის და დემოკრატიული წყობის არსს .
ორგანიზატორებმა დაამზადეს პლებისციტისთვის საჭირო ყუთი და შეადგინეს პლებისციტის კითხვები.
პლებისციტების დათვლამ ცხადყო, რომ მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს რესპუბლიკური მართვის სტილს, ხოლო პრეზიდენტის არჩევა უნად მოხდეს ხალხის მიერ ანუ პირდაპირი გზით .