ხობში, კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ჩატარდა პროექტი „კონსტიტუცია თუ კოსტუმ-შარვალი“. პროექტის მიზანი კონსტიტუციისა და კონსტიტუციის დღის, ოცდაოთხი აგვისტოს, პოპულარიზაცია იყო.

პროექტის ფარგლებში, ქალაქ ხობის მასშტაბით სტენსილის სახის ნახატები განთავსდა სხვადასხვა ქუჩაზე, რომელმაც დაანონსა კონსტიტუციის დღე და მოსახლეობას აცნობა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღე ოცდაოთხი აგვისტოა.

სტენსილების გარდა, დაიბეჭდა კონსტიტუციის მეორე თავის ძირითადი მუხლები და განთავსდა ჭადრების ხეივანში. ინიციატივის მთავარი პუნქტი საჯარო შეხვედრა იყო, რომელიც ორ ნაწილად გაიყო პირველ ნაწილში გაიმართა სპეციალურად შექმნილი თამაში-“კონსტიტუციაა თუ შარვალ-კოსტუმი?!”. შეხვედრის მეორე ნაწილში პოლიტიკოსები მოწვეული პოლიტიკოსები ესაუბრნენ ახალგაზრდებს კონსტიტუციურ ცვლილებებსა და ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაზე, შემდეგ კი შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.