სოფელ კოდაში, დევნილთა დასახლებაში, კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით გუნდი “ხმა ერისა”-ს წევრებმა განახორციელეს პროექტი.
პროექტის “დაიცავი კონსტიტუცია, რათა მანაც შეძლოს შენი დაცვა” მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციის შესახებ ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში.პროექტი რამდენიმე აქტივობას მოიცავდა.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა მარშს, რომლის დროსაც დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციის შესახებ და რამდენიმე მუხლი, ასევე ბავშვებს დაურიგდათ ბუშტები წარწერებით (#კონსტიტუციაყველასია; #კონსტიტუციაგვხდისთავისუფალს).

მეორე ეტაპი მოიცავდა street art-ს. თემის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე შევარჩიეთ კედელი. კოდის ახალგაზრდული კლუბის და ადგილობრივების დახმარებით კედელზე თავისუფლების სიმბოლო, ფრთები, მოიხატა, რომლის ფონზეც ნერბისმიერს შეეძლებოდა ფოტოს გადაღება.

მესამე ეტაპის ფარგლებში გუნდის წევრები დაუკავშირდნენ მეფრინველეობა “დილას” ხელმძღვანელობას, აქტივობის ფარგლებში გუნდის წევრებმა დაამზადეს კონსტიტუციის დღის მისალოცი ბარათები და ჩაალაგეს კვერცხის ყუთებში, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიგზავნა.

ვიდეო

გალერეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.