საგარეჯოში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში საგარეჯოელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაატარეს. 9 აგვისტოს საგარეჯოს განხორციელდა პროექტი „ჩვენ ვქმნით კონსტიტუციას“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა.

  1. კახეთის გზატკეცილზე 1 კვირის განმავლობაში განთავსდა 6 ბანერი, რომლებზეც წერია მუხლები საქართველოს კონსტიტუციიდან.
  2. საჯარო ლექცია კონსიტუციის მნიშნელობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდნენ იურისტები შალვა და კახა ხვთისავრიშვილები.
  3. ქალაქ საგარეჯოს ცენტრში მოეწყო სხვადასხვა აქცია-პერფორმანსი. ხმამაღლა კითხვის აქცია, რომელიც მოიცავდა წინასწარ შერჩეული მუხლების ხმამაღლა კითხვას ქალაქის ქუჩებში. ასევე კოსწიუმირებული მსვლელობა, რომლის ფარგლებშიც მოხალისეებმა მოირგეს სხვადასხვა პროფესიის ტანისამოსი ხოლო ზურგზე მიმაგრებული ჰქონდათ წარწერა “მე ვქმნი კონსტიტუციას”. აღნიშნული მსვლეობა დასრულდა ფლეშმობით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.
  4. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები დასრულდა სპორტული თამაშებით, რომლებიც მორგებული იყო კონსტიტუციაზე: კალათბურთი და კლასობანა. კალათბურთის თამაშისას მონაწილეები გაეცნენ დებულებებს კონსტიტუციის მუხლებიდან გამომდინარე და მათ უნდა გადაეწყვიტათ, უფლება იყო თუ მოვალეობა აღნიშნული დებულება და შესაბამის კალათში ესროლათ ბურთი.

პროექტის მიზანი იყო რაც შეიძება მეტი ადამიანის დაინტერესება კონსტიტუციით და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელებაში ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ და მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა სრულიად უანგაროდ, მოხალისეობრივად.

ბანერის დასამზადებლად საჭირო მასალა მოქალაქეებმა მიაწოდეს ჯგუფს, ასევე მხატვარიც სრულიად მოხალისეობრივად ჩაერთო და მუხლები განათავსა ბანერებზე. პროექტის განხორციელებისას ჩაერთო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საგარეჯოს ფილიალი.

ბანერები განთავსდა კახეთის გზატკეცილზე შემდეგი სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე: ნინოწმინდა, თოხლიაური და ჩაილური. ხოლო დანარჩენი აქტივობები განხორციელდა ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩებში, საჯარო ლექცია ჩატარდა საგარეჯოში არსებულ ლიტერატურულ სკვერში.

მოსახლეობის მხრიდან ძალიან დადებითი და სწორი დამოკიდებულება აღინიშნა.  რაიონში საუბრობდნენ გუნდის წევრების მიერ მიერ განთავსებულ ბანერებზე.

გალერეა

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.