ფოთში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ფოთელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე პროექტი ჩაატარეს.

გუნდმა „სპეკალმა“ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა 2017 წლის 22 აგვისტოს, ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულ საგამოფენო დარბაზში. მოლბერტებზე განთავსდა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდების ნამუშევრები.

ღონისძიებას დაესწრნენ ახალგაზრდები და ასევე 18 სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ახალგაზრდებიდა მოწვეული სტუმრები, გაიმართა დისკუსია და ინტელექტუალური თამაშები კონსტიტუციის თემატიკაზე.

ვიდეო

გალერეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.