ფოთში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ფოთელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე პროექტი ჩაატარეს. გუნდმა ქალაქ ფოთში 23-24 აგვისტოს გამართა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები.
23 აგვისტოს გაიმართა ღონისძიება სახელად „ვკითხულობთ კონსტიტუციას“ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მოკლე პრეზენტაცია საქართველოს კონსტიტუციის ისტორიაზე, შემდეგ ნაწილში მსურველები საჯაროდ კითხულობდნენ კონსტიტუციის ნებისმიერ მუხლს და გამოთქვაამდნენ მათ აზრს ამ მუხლთან დაკავშირებით.24 აგვისტოს გაიმართა მსვლელობა ქალაქ ფოთში კონსტიტუციის ქუჩაზე, მოხალისეების დახმარებით და კონსტიტუციის ქუჩის მაცხოვრებლების ჩართულობით თითოეულ ოჯახში გაიმართა საუბრები კონსტიტუციაზე და განიხილებოდა მუხლები სახლის ნომრების მიხედვით.
კონსტიტუციის ქუჩაზე მსვლელობის შემდეგ, ახალგაზრდებმა გადაინაცვლეს ქალაქ ფოთის რკინიგზის სადგურში, მატარებლის თითოეულ ვაგონში თითოეულ სკამზე განათავსეს ბუკლეტები სათაურით, „მეტი კონსტიტუციის შესახებ“, სადაც მოკლედ და საინტერესოდ მოწოდებული იყო საქართველოს კონსტიტუციური ისტორია ასევე ბუკლეტებით საზოგადოებას ვულოცავდით 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის დღეს. შემდეგ ამოვიდნენ მგზავრებთან ერთად მოკლედ მიმოიხილეს ბულკეტის შინაარსი და გადაიღეს ფოტოები.