ქუთაისში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ქუთაისელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე პროექტი ჩაატარეს.

პირველი აქტივობის ფარგლებში ჩატარდა City Game კონსტიტუციის თემატიკაზე. თამაშის ფარგლებში ქალაქში განთავსებული იყო კითხვები და მინიშნებები. მონაწილეები ორ გუნდად გაიყვნენ და გართობასთან ერთად საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები,რომლებიც პროექტში მათი ჩართულობის ხარისხს აფასებდა.

შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი სანტურიანმა მოკლე სემინარით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობებით შეძენილი ცოდნა შეაჯამა,მონაწილეები საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციონალიზმთან დაკავშირებულ დისკუსიაში ჩართო.

ვიდეო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.