ყვარელში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით ჩაატარეს „ახალგზრდა კონსტიტუციონალისტთა სამიტი“. სამიტი გაიმართა ყვარლის მუნიციპლიტეტის სოფელ ახალსოფლის “მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრში“. მასში მონაწილეობა მიიღო 20-მა ახალგაზრდამ. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

სამიტის ფარგლებში მონაწილეები დაიყვნენ რამოდენიმე ჯგუფად, წარადგინეს მოხსენებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შემდეგ გაიმართა დებატები. პროექტის ბოლოს ჩატარდა კენჭისყრა სადაო საკითხებზე.

პროექტის შედეგად მონაწილეებმა აიმაღლეს საჯარო გამოსვლისა და დებატების უნარები. ასევე ამაღლდა ცნობიერება საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ზოგადად კონსტიტუციის მნიშვნელოვნებაზე.

ვიდეო

გალერეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.