თბილისში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში 5 აგვისტოს მთაწმინდის პარკში პროექტი განხორციელდა, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე ნაწილისგან.

მთავარი აქტივობა კონსტიტუციის ხელით დაწერა და შექმნა იყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რიგითმა გამვლელებმა, თუმცა ამ აქტივობის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ მონაწილეები არ იწერდნენ კონკრეტულ მუხლებს, არამედ ისინი წაკითხვის შემდეგ წერდნენ თავიანთ ნააზრევს ამ მუხლთან დაკავშირებით.

მეორე ნაწილი იყო ვიქტორინა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები პასუხობდნენ კითხვებს კონსტიტუციიდან და სწორი პასუხის შემთხვევაში საჩუქრდებოდნენ სამახსოვრო პრიზებითა და სტიკერებით, რომელზეც დატანილი იყო კონსტიტუციის მუხლები. პროექტს პარტნიორობას უწევდა კომპანია ჰიპი, რომელიც მონაწილეებს ჩუქნიდა ხელნაკეთ აქსესუარებს.

ვიდეო

გალერეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.