გორში, კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში გუნდის წევრებმა მოახერხეს და გამოკითხეს 150-მდე რესპოდენტი. ეს გამოკითხვა დაეხმარა გუნდის წევრებს გაერკვია, თუ რა დონეზე ფლობს საზოგადოების ნაწილი ინფორმაციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა რა არის კონსტიტუცია, არ იცოდნენ როდის მიიღეს პირველი კონსტიტუცია, ან თუნდაც როდის აღინიშნება კონსტიტუციის დღე, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ.

განსაკუთრებულ სითბოს იჩენდნენ ხანშიშესული რესპოდენტები, რომლებიც საკმაოდ კარგი მოსაუბრეები გამოდგნენ, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდებზე – მათი უმეტესობა საერთოდ არ გამოხატავდა ინტერესს, უფრო მეტიც, უმეტესობამ კითხვებზე პასუხიც კი ვერ გაგვცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც საერთოდ გაგვირბოდა, ზოგი აგრესიული იყო, თუმცა პასიური და აგრესიული რესპოდენტები გუნდის წევრებმა სიმბოლური საჩუქრით პოზიტიურად განაწყვეს და თავისი სურვილით გაეცნენ ფურცელზე დაწერილ განმარტებებსა თუ კონსტიტუციის მუხლებს.

პროექტის მიზანი იყო იმის გაგება თუ რამდენად სწორად ესმის საქართველოს მოსახლეობს კონსტიტუცია და მისი არსი ამისათვის ჩატარდა გამოკითხვა მოსახლეობაში შემდეგი სახის მარტივი კითხვებით:

  1. რა არის კონსტიტუცია?
  2. რომელ წელს მიიღეს კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ?
  3. რომელ წელს მიიღეს პირველი კონსტიტუცია?
  4. როდის აღნიშნავენ კონსტიტუციის დღეს? და .ა. შ.

ადამიანები, რომელბიც თანხმდებოდნენ გამოკითხვაში ჩართვას,  საჩუქრად იღებდნენ ტკბილეულს, რომელიც გახვეული იყო ფერად ქაღალდებში, ქაღალდებს კი კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლები ეწერა.

პროექტის მეორე კომპონენტი იყო საზოგადოებრივ დაწესებულებებში სახვადასხვა პროფესიის ადამიანებთან საუბარი კონსტიტუციასა და მათ საქმიანობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.