გორში კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში გორელმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით პროექტი ჩაატარეს.

პროექტის ფორმატი იმიტირებული პროცესი იყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ სამუშაო დღეს მონაწილეებს ჩაუტარდათ თეორიული კურსი კონსტიტუციის შესახებ და გადანაწილდნენ ჯგუფებში. მათ ერთ დღის განმავლობაში უნდა დაემუშავებინათ წინასწარ მიცემული მუხლები კონსტიტუციიდან.

მეორე დღეს სრულად დაეთმო იმიტირებულ პროცსს, სადაც ჯგუფები წარდგნენ როგორც ბრალდება, დაცვა და ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი. პროცესი მიმდაინრეობდა დებატების რეჟიმში.

პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებთან ერთად გადავინაცვლეთ „ახალ ბაღის“ ტერიტორიაზე, სადაც ორგანიზატორთა ნაწილმა და მოხალისეებმა შექმნეს ყველა საჭირო პირობა პროექტის დასკვნითი ნაწილის, ინოვაციური თამაშის ჩასატარებლად. შესაბამისად მონაწილეების გადმოსვლისთანავე დავიწყეთ „Constitution Hunt”. თამაში სრულად იყო ადაპტირებული კონსტიტუციის თემატიკასთან.

პროექტის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო დელეგატები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

ვიდეო

გალერეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.