გაიცანით – ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის სტიპენდიატი – ლაშა ფარტენაძე. ლაშა 1 თვის განმავლობაში სტაჟირებას ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში გაივლის.
„ყოველთვის მაინტერესებდა ქედაში განვითარებული მოვლენები, მისი ყოველი წარმატება მახარებდა და მახალისებდა. ინტერესით თვალს ვადევნებდი ყოველ ახალ წამოწყებულ საქმიანობას. ამ ყველაფრის შემდეგ სურვილი გამიჩდა, აქტიურად ჩავერთო მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და მცირედით მაინც შევიტანო წვლილი მის განვითარებაში. ჩემი სურვილია აქტიურად ჩავერთო ჩვენი კუთხის აღორძინებასა და განვითარებაში. მუნიციპალიტეტში საქმიანობის პერიოდში, ვეცდები ახალგაზრდებს მოვუწოდო ინტერესით მოეკიდონ ყველა პრობლემას, რაც დღესდღეობით აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს და ჩაერთონ მის გადაჭრაში. ერთი სიტყვით მე აქტიურად ჩავერთვები მერიის საქმიანობაში და ვეცდები უკეთესი და წარმატებული გავხადო ჩემი რეგიონი და მისი როლი ქვეყნის განვითარებაში.“
ლაშა ფარტენაძე დაიბადა 1999 წლის 12 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთში. სკოლაში სწავლისას მონაწილეობდა მონაწილეობას სხვადასხვა სასკოლო და საზოგადო ღონისძიებებში, უყვარს პოეზია და ლექსები, გეგმავდა ექსკურსიებს და აქტიურად იყო ჩართული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში. ქედის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, სპეციალობა ეკოლოგიის განხრით. როგორც მოსწავლეობის პერიოდში, ასევე სტუდენტობის დროსაც არის აქტიური და უძღვება სხვადასხვა ღონისძიებებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის – ამიტომ, წარმატებები ლაშას!