ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ლევან ჯაჯანაშვილი დაიბადა 2001 წლის, 20 ოქტომბერს. არის ქ. გურჯაანის N2 საჯარო სკოლის, XI კლასის მოსწავლე. ლევანი არის აქტიური ახალგაზრდა, საინიციატივო ჯგუფი “მომავალი ჩვენიას“ დამფუძნებელი, “ახალგაზრდული საბჭოს“ აქტიური წევრი და ერთ-ერთი მენეჯერი. არის აქტიური მოქალაქე, მიუღია მონაწილეობა პროექტებში როგორებიცაა: “ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“, “საქართველოს მოხალისე“ და ასე შემდე. აქვს შექმნილი არაერთი მულტიმედიური პროდუქტი, ადგილობრივ საინფორმაციო წყარო speqtri.ge -ში. უყვარს არაფორმალური განათლების მიღება სხვადასხვა ვორქშოპებიდან, როგორებიცაა: “მე აქტიური მოქალაქე“, “სისხლის სამართალი“, “ძალადობის პრევენცია“, “გუნდური მუშაობა“, “ადამიანის უფლებები“, “სამოქალაქო აქტივიზმი“, “პროექტის წერა“ და ასე შემდეგ. არის კრეატიული, პასუხისმგებლიანი, მოტივირებული, ზრდილობიანი და ტოლერანტი. ჯანსაღად აფასებს მოვლენებს და აცნობიერებს პიროვნული განვითარების აუცილებლობას. მისი უშუალო ორგანიზებითა და ინიციატივით განხორციელდა არაერთი სასარგებლო პროექტი, მათ შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანია : ვორქშოპები ნაადრევ ქორწინებას, აზარტულ თამაშებსა და ძალადობასთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია, ლ.ასათიანის შემოქმედების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო. მისი ჰობია კითხვა, წერა, მოხალისეობა, მენეჯმენტი და სიახლის ძიება.
ლევანი მტკივნეულად განიცდის საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს მათ მოგვარებაში.
ჩემთვის #ინიციატივა არის
“ინიციატივა“ ჩემთვის არის პლატფორმა, სადაც ყოველთვის შეგეძლება გაიღრმავო ცოდნა და მიიღო სიახლეები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ “ინიციატივის“ დამსახურებაა სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობა. აქ შეგიძლია შეიძინო უამრავი მეგობარი, რომლებთანაც მომავალში მყარი კავშირი გექნება, მეგობრები რომლებისთვისაც სულ ერთი არ არის თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. მათ შეგიძლია გაუზიარო შენი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და მიიღო ჯანსაღი მოსაზრება. ჩვენ ერთმანეთისთვის არა მხოლოდ მეგობრები არამედ მრჩეველები, მესაიდუმლეები, გასაჭრში გვერძე მდგომები, კრეატიული იდეების თანაავტორები, ძვირფასი პიროვნებები და მოკლედ რომ ვთქვა საუკეთესო ადამიანები ვართ. მე ვამაყობ, რომ ვარ ინიციატორი რადგან მაქვს შესაძლებლობა და საშუალება შევცვალო ესა თუ ის ფაქტი უკეთესობისკენ. მიხარია, რომ ვარ “ინიციატივის“ ნაწილი, რადგან ამ პლატფორმამ მე ჩამომაყალიბა ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს სამოქალაქო ცხოვრების და აქტივიზმის აუცილებლობას ჩვენს რეალობაში და პიროვნებად რომელიც მუდამ მზად არის გააკეთოს რაღაც თავისი ქვეყნის განვითარებისათვის. მე მომავალშიც აქტიურად ჩავერთვები “ინიციატივის“ ყველა ღონისძიებაში რადგან გავიღრმავო ჩემი ცოდნა ისეთ საკითხებში, რითაც დაინტერესებული ვარ და შევიძინო ახალი მეგობრები.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ – ქართული ინსტიტუტი არის არაფორმალური განათლების მიღების საშუალება და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობისერთ – ერთი დიდი ორგანიზაცია. აქ ინვითარებ ისეთ თვისებებს რომლებიც ხელს გიწყობს ჩამოყალიბდე ლიდერად და აკეთო ისეთი საქმე რომელიც შენი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. ევროპულ – ქართული ინსტიტუტი განახებს დასავლურ ღირებულებებს და გიკვალავს გზას წინსვლისკენ.
ასევე, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და აიმაღლონ მსოფლმხედველობა. ორგანიზაცია მაძლევს საშუალებას გავიღრმავო ცოდნა არაფორმალური განათლების საშუალებით, რაც ჩემთვის არის მისაღები, რადგან ვთვლი რომ არაფორმალური განათლება არის ერთ – ერთი კარგი საშუალება ახალგაზრდებისთცის ცოდნის მისაცემად, ნასწავლი ახალგაზრდები კი არიან ჩვენი ქვეყნის უკეთესობის გარანტები. ჩემთვის ეს ორგანიზაცია არის ისეთი ადგილი სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად, რადგან ჩვენს მენტორებთან და ბავშვებთან ერთად იქმნება სასიამოვნო გარემო, სწორედ ასეთ გარემოში გიჩნდება სურვილი გამოთქვა აზრი, გააცნო შენი იდეა ხალხს, გააკეთო პრეზენტაცია და ასე შემდეგ. მე ვარ ბედნიერი, რადგან მაქვს შესაძლებლობა ვიყო ქართულ – ევროპული ინსტიტუტის ნაწილი, მივიღო უფრო მეტი განათლება და ერთად შეცვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალობა უკეთესობისაკენ.
მე ასეთი საქართველო მინდა…
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ახალგაზრდებზე, ანუ ჩვენზე, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის რეალობა. მე მინდა, რომ საქართველო იყოს დალაგებული, გამთლიანებული და მშვიდობიანი. სადაც არ დაირღვევა ადამიანის უფლებები, არ იქნებიან გაჭირვებულები, არ მოხდება ადამიანის დისკრიმინაცია, არ იქნებიან კანონის დამრღვევები, არ ჩაერევა შენს საქმეში სხვა, არ იჭორავებს ხალხი იმის გამო, რომ შენ ხარ განსხვავებული, არ გაგრიყავენ სოციუმიდან რადგან შენ რადიკალურად აზროვნებ. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მომავალ საქართველოში გენდერული ბალანსი იყოს დაცული, ადამიანის აზრს სცემდნენ პატივს, ხალხი იყოს ბედნიერი და არ გაუჩნდეთ სურვილი სხვა ქვეყანაში წასვლის. მაგრამ მთავარია ყველამ ერთნაირად გავისიგრძეგანოთ ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს გაკეთებას მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი ვერ შეძლებს და აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ წვლილი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუკი ყველა გააცნობიერებს სამოქალაქო აქტივიზმის აუცილებლობას და ჩაერთვებიან თავიანთი თემის განვითარებაში, წინსვლისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგავთ. ამ ყველაფრის მიღწევა არცთუისე იოლია, მაგრამ თუკი გავაცნობიერებთ ჩვენს გარკვეულ როლს ქვეყნის განვითარებაში და გადავალთ მოქმედებაზე მიღწეული შედეგით კმაყოფილები ჩვენთვითონ დავრჩებით.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ძალინ ბევრი მიფიქრიან იმის შესახებ, რა პროფესია იქნებოდა ჩემთვის სასურველი, ბევრი ვარიანტიც მქონია და როდესაც ახლოდან გავიცნობდი, ამა თუ იმ პროფესიის შიდა სამზარეულოს გადაწყვეტილება ხშირად შემიცვლია. საბოლოოდ რამაც მიმიზიდა ეს არის ჟურნალისტიკა, რადგან ხალხთან გაქვს ხშირი კონტაქტი და ჯანსაღი აზრის მიწოდება ხალხამდე სწორედ შენი ვალდებულებაა. მაგრამ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიო მთავარია იყო პროფესიონალი, გიყვარდეს შენი საქმე და რაც მთავარია შენს ქვეყანისთვის იყო სიკეთის მომტანი. როდესაც პატარა ვიყავი დედა და მამა ყოველთვის მზრდიდნენ იმ სულისკვეთებით, რომ მომავალში ჩემი ქვეყნის განვითარებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე ამიტომ ყოველთვის მქონდა იმის ამბიცია, რომ სამშობლო წამეწია უკეთესობისკენ. ეს მისწრაფება და სურვილი ჩემს ასაკთან ერთად იზრდება. ვფიქრობ, ჩემი მომავალი პროფესიის და პროფესონალიზმის მეშვეობითაც შევძლებ ჩვენი სამშობლოს შენებაში ერთი აგურის დამატებას. არაერთხელ ვყოფილვარ ჟურნალისტის ამპლუაში და ამიტომ ვიცი, რომ ეს საქმე მიყვარს. მთავარიც ხომ ეს არის, გიყვარდეს ის რასაც აკეთებ და შედეგი აუცილებლად დაიდება. მე კი ჩემი მხრივ შევეცდები შედეგის დადებას.
ქართველობა ჩემთვის არის…
მე ამაყი ვარ იმიტომ, რომ ვარ ქართველი! ბევრი ადამინი თვლის, რომ ქართველობა სამარცხვინოა და მას გვართმევენ, მაგრამ ეს არის სრული აბსურდი. ჩემთვის საამაყოა ქართველობა, რადგან გვაქვს ძალიან ძველი ენა, ფოლკლორი, ქორეოგრაფია, სამზარეულო და ტრადიციები. რა თქმა უნდა ცალმხრივად ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი შესანიშნავია, რადგან ეს ასე არ არის. არ ვეთანხმები ძალიან ბევრ მახინჯ ტრადიციას და ხალხის მსოფლმხედველობას, რაც შესაცვლელი და გამოსასწორებელია. მაგრამ ეს იმის არ ნიშნავს, რომ რაც კარგი გვაქვს უნდა ვუგულებელვყოთ. მაგალითად, ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს და უცხოელ ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია. რაც შეეხება ენეას, არის ერთ-ერთი უძველესი, რითაც უნდა ვამაყობდეთ. ქართული სამზარეულო კი მრავალფეროვანია სხვადასხვა დელიკატესებით, სადაც ერთმანეთშია შერწყმული მთის ხისტი და ზღვისპირეთის ნაზი არომატები, კულინარიის სტილი საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა რაც მეტ ხიბლს მატებს მას. რაც მთავარია, ჩემთვის ქართველობა არის სამშობლოზე ზრუნვა, თუ გიყვარს ქვეყანა უნდა ეცადო შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებაში და ამაყად გააგრძელო ის გზა რომელიც შენმა წინაპრებმა სისხლის ფასად მოიპოვეს.
ბრავო! საამაყოა…