ჩემი მოკლე ბიოგრაფია
მე ვარ მაგდა რიჟვაძე. დავიბადე 2001 წლის 7 თებერვალს ქალაქ ბათუმში. ვსწავლობ ხულოს საჯარო სკოლაში , მე-11 კლასში. ვარ დაკავებული სპორტით ,კონკრეტულად-მაგიდის ჩოგბურთით, ასევე ჩემი ინტერესის სფეროს მოიცავს სამოქალაქო აქტივიზმი და მასთან დაკავშირებული აქტივობებ
ჩემთვის #ინიციატივა არის
მონოტონური გარემოსგან თავდაღწევა და ცხოვრების მრავალმხრივი ასპექტიდან დანახვა ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვეძებდი ადგილს,რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დამანახებდა, მრავალ მნიშვნელოვან ღირებულებასა და ფასეულობას აღმომაჩენინებდა,მომცემდა პიროვნული განვითარებისა და ზრდის საშუალებას, შემახვედრებდა კრეატიულ,ერუდირებულ ადამიანებს. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტი რელევანტურია ინიციატივის კლუბისთვის. ეს სწორედ ის ადგილია,რომელსაც ვეძებდი.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
მიუხედავად იმისა,რომ მოცემულ კლუბთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს, რაც გარკვეული ფაქტორებითაა გამოწვეული, ვთვლი,რომ განვითარების კარგი საშუალებაა . ზურაბ ჟვანია დიდი ხნის წინ ამბობდა”მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. მოცემული კლუბის ერთ-ერთი ორიენტირი სწორედ ევროპული ღირებულებებია,რომელიც გვეხმარება ევროპული ხედვის თვალსაწიერის განვითარებაში.
მე ასეთი საქართველო მინდა…
სამართლიანი,ტოლერანტი,განვითარებული,სიახლეებსა და გამოწვევებზე ორიენტირებული,ძლიერი ხელისუფლებითა და სამოქალაქო საზოგადოებით, გარემო,სადაც თითოეული ქმედების ფუნდამენტი დაფუძნებული იქნება დემოკრატიასა და მის ღირებულებებზე. ყოველი ზემოხსენებული ნათლად აღწერს იმ საქართველოს,რომელიც ჩემთვის იდეალურია.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
სიმართლის სადარაჯოზე დგომა,ალბათ,ის ერთადერთია,რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა. შესაბამისად, ჩემი მომავალი პროფესიაც ამ მხრივ მინდა განვავითარო. სამართლის ფაკულტეტზე სწავლა დამეხმარება სხვადასხვა პროფესიული მნიშვნელოვანი თვისების გამომუშავებაში, რაც რეალიზებისთვის აუცილებელია. იურისპრუდენცია ჩემთვის ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენის ხელოვნებაა.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა არის ის ,რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, ეს უდიდესი წარსულის მქონე ერია,რომელმაც მრავალი ტანჯული დღე გამოიარა და ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა როგორც თვითმყოფადობა ასევე სარწმუნოებაც,რაც ერთობ გასაკვირი ფაქტია. ქართველობა უდიდესი ჯილდოა და ამ ჯილდოს გაფრთხილება სჭირდება . ის ნაყოფიერი ნიადაგი,რომელსაც გვთავაზოვს ჩვენი სამშობლო, ავთენტურად უნდა გამოვიყენოთ და ჩვენს მიზანს არსებულის პროგრესი და განვითარება უნდა წარმოადგენდეს.