14 ოქტომბერი, კვირა
პირველი გრძნობა გერმანიაში ჩამოსვლისას მიუნჰენის აეროპორტის მასშტაბის გამო გამოწვეული დაბნეულობა იყო. იმის გასარკვევად, თუ რომელი „გეითიდან“ უნდა გავფრენილიყავით მე და ბექა, დაახლოებით 30 წუთი დაგვჭირდა. აეროპორტის თავგადასავლების ნაწილი ადვილად გადავლახეთ. 6 საათის გაყვანა როგორღაც მოვახერთხეთ, ხან სემინარზე, ხან უნივერსიტეტზე და ხან პოლიტიკაზე საუბრით. თბილისი-მიუნჰენი-კიოლნი-გუმერსბახის გზა უპრობლემოდ გავიარეთ.
თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც კიოლნიდან გუმერსბახამდე გასავლელი გზა და აკადემიაში დახვედრილი მოკლე წესდება აღმოჩნდა. გერმანიის საერთო სურათი ამ ორ დეტალში მოექცა. მთელ გზას ველოსიპედის ბილიკი რომ დაუყვება და მისთვისაც ცალკე შუქნიშანი დგას და მოძრაობა თბილისისგან განსხვავებით იდეალურადაა მოწესრიგებული, ქალაქისთვის მსგავსი სისტემა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და მისაღებია.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, აქ უკვე „გერმანული დროის“ ფენომენი შემოდის ნაწილობრივ. წესებიდან ორი მაინც ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენა – პირველი პუქტუალობის დაცვა; ყველანი შევთანხმდით, რომ განსხვავებული კულტურების მიუხედავად, „გერმანული დროით“ ვიხელმძღვანელებთ და მეორე – ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე მოთხოვნილია, რომ არავინ იხმაუროს და მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიწყნარე. ეს ყველაფერი კი ერთმანეთის პატივისცემის მანიშნებელია.
დღის ბოლოს Scavenger Hunt ვითამაშეთ, რამაც მონაწილეებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება მოგვცა. სახალისო და ლოგიკური ამოცანების შესრულებამ თავისი შედეგი გამოიღო. ხვალიდან დატვირთული სემინარები და კონკრეტული თემების განხილვას დავიწყებთ. Let’s see what happens!