როგორც წესი, სემინარი დილის 9 საათზე იწყება. დღევანდელი დღის მთავარი თემა „ღია საზოგადოების“ კონცეფციის განხილვას შეეხებოდა. პირველ რიგში, რას გულისხმობს თავად ეს ცნება და უკავშირდება თუ არა იგი „სამოქალაქო საზოგადოების“ ცნებას. როგორაა დაკავშირებული „ღია საზოგადოება“ ლიბერალურ ღირებულებებთან. იმისთვის, რომ უკეთესად გაგვეგო დამოკიდებულება ბოლოს აღნიშნულ საკითხებს შორის, 4-კაციან ჯგუფებში მსჯელობის შედეგად ჩვენთვის 10-10 ძირითადი განმსაზღვრელი ღირებულება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ღია საზოგადოების“ არსებობაში. საერთო ჯამში კი ზოგადი სურათის მიხედვით გამოვყავით რვა ისეთი, რომელზედაც ყველა თანხმდებოდა:
- თავისუფლება
- არჩევნის თავისუფლება
- თავისუფალი ბაზარი
- ტოლერანტობა
- სეკულარიზმი
- შეზღუდული მთავრობა
- სამართლებრივი სახელმწიფო
- პლურალიზმი
სასემინარო მუშაობის პირველი ნაწილი ამით დამთავრდა. რაც შეეხება შემდგომ ნაწილებს, ჩვენ, თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ქვეყნის ღიაობაზე ვისაუბრეთ, თავად განვსაზღვრეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შევაფასებდით ამ მდგომარეობას. აღმოჩნდა, რომ იმ ჯგუფში, რომელშიც მე და ბექა ვიყავით, ქვეყნის ღიაობის ხარისხით საქართველოს ყველაზე კარგი სიტუაცია ჰქონდა.
დღის ბოლოს კი დისკუსია გავმართეთ იმის შესახებ, თუ რა სახის დამოკიდებულება და ინსტიტუციებია საჭირო „ღია საზოგადოების“ არსებობისა და მდგრადობისათვის.