19 ოქტომბერი, პარასკევი

„ღია საზოგადოების ეკონომიკური განზომილება: შესაძლებელია თუ არა მისი არსებობა თავისუფალი ბაზრის გარეშე?“ – ამ საკითხზე მსჯელობას დაეთმო მთლიანი დღე. ცხადია, ისეთ ცნებებზე საუბარმა მოგვიწია, როგორიცაა თავისუფალი ბაზარი, უთანასწორობა; იწვევს თუ არა პირველი მეორეს და ა.შ.

სხვადასხვა კვლევაზე, ინდექსზე თუ სტატიაზე დაყრდნობით ორ ძირითად ჯგუფად გავიყავით. ერთი ნაწილი იმას ვამტკიცებდით, რომ რაც უფრო მეტია ეკონომიკური თავისუფლება, მით მეტი სარგებელი მოაქვს მას საზოგადოებისათვის, იკლებს სიღარიბის დონე და ა.შ. მეორე ნაწილი საპირისპორო შეხედულებას იცავდა.

გარდა ამისა, ვიმსჯელეთ იმაზე, სჭირდება თუ არა თავისუფალ ბაზარს გარკვეული წესები, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს, რა არის სახელმწიფოს ძირითადი როლი და უნდა ჩაერიოს თუ არა იგი ეკონომიკაში.

დღის ბოლო დაეთმო ესტონეთის რეფორმის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერთან შეხვედრას, რომელმაც ესტონეთში არსებულ ციფრულ სისტემებზე ისაუბრა და წარმოგვიდგინა ის სარგებელი, რომელიც მთელმა ქვეყანამ მიიღო დიჯიტალიზაციის პროცესის დამსახურებით.

ასეა თუ ისე, ბერლინში წასასვლელად ვემზადებით. მომავალ 4 დღეს იქ გავატარებ. იმაზე მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, ვიდრე გვეგონა, რაც კარგია. So, Berlin, we’re coming! ^_^

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.