სამი შეხვედრა, სამი განსხვავებული თემატიკა, რომელთაგან სამივე უკავშირდება ღია საზოგადოების არსებობასა და განვითარებას.

  1. უმცირესობები და მათი უფლებები გერმანიაში – წარსულის წარმატებები, მომავალი გამოწვევები.
  2. სამართლებრივი სახელმწიფოს (Rule of Law) გამოწვევები გერმანიაში და ღია საზოგადოების დაცვა – შეხვედრას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ყოფილი იუსტიციის მინისტრი საბინე ლოითოისერ-შნარენერბერგერი უძღვებოდა.
  3. მესამე შეხვედრა Transparency International Germany-ს შესახებ საუბარს დაეთმო. როგორ მოახერხა ორგანიზაციამ წარმატების მიღწევა გერმანიაში, რა იყო ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები. რა სახის სტრუქტურის მიხედვით მუშაობენ და რომელი გამოწვევების წინაშე დგანან. ამ უკანასკნელის შესახებ თითქმის ყველა სპიკერმა ევროპაში ახლადწარმოშობილი რადიკალური მემარჯვენე პოპულისტური ძალების გააქტიურება დაასახელა.

საერთო ჯამში, დღემ საინტერესოდ ჩაიარა. დღის ბოლოს გადავწყვიტე საყიდლებზე წასვლა. ძალიან მიხარია, რომ ამ მხრივ ყველაფერი მოვასწარი…

სასტუმროში შედარებით გვიან დავბრუნდი. რადგან ბერლინში ყოფნის ბოლო დღე იყო, გართობა გადავწყვიტეთ და კარგად გავერთეთ კიდევაც. არასდროს დამავიწყდება, იმდენად სასიამოვნო და სახალისო იყო. ხვალ დილის შეხვედრის შემდეგ  გუმერსბახში ვბრუნდებით. ბერლინი მომენატრება, შემდეგ შეხვედრამდე ლოდინი მომიწევს. Auf Wiedersehen, Berlin!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.