ჩემი მოკლე ბიოგრაფია
დაიბადა ვანის რაიონში, ჭყვიშში, გალაკტიონის სოფელში, ამით ისე ამაყობს გეგონება მისი დამსახურება იყოს. ახლა უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია და ოდნავ უკმაყოფილებას განიცდის, განათლების სისტემით იმედგაცრუებული. უფრო კარიერაზე ორინეტირებული, თუმცა ზარმაცი ადამიანია. საზოგადოებაში არსებული პრობლემების რაღაც ჯგუფზე განსაკუთრებულად ნერვიულობს, ამიტომაც მისთვის საინტერესო აქტივობებში მეტ-ნაკლებად ხშირად ერთვება.
არის “ბაჩუკების”, არაფორმალური ორგანიზაციისა და არაჩვეულებრივი სამეგობროს წევრი და ძალიან ამაყობს ამით.
ჩემთვის #ინიციატივა
ინიციატივაში პირველი გამოცდილება მივიღე პროექტების კეთებაში, ამას დაემატა ამდენი განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდის გარემოცვაში ყოფნის ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაც. მართლა ძალიან მომწონს თითქმის ყველაფერი რასაც აკეთებთ და მომწონს როგორი მოტივირებული ვბრუნდები თქვენი შეკრებებიდან. ინიციატივა ძალიან საინტერესო იდეაა იმისთვის რო აქტიური იყო და სხვებიც ასეთებად აქციო, ჩვენ ერთმანეთის პროექტებს ვეცნობოდით, გაპიარებას ვცდილობდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ამიტომაც ჩემი პირველი გამოცდილებაც ამ სფეროში ძალიან სასიამოვნო გამოდგა. მოკლედ ძაალიან კარგი პროექტია და მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის.
მე ასეთი საქართველო მინდა…
ინიციატივის და ქმედების მონაწილეების უმრავლესობისგან განსხვავებით, მე ნაკლებად ვერკვევი პოლიტიკაში და არც ისტორიაში ვარ მაინცდამაინც ჩახედული, ამიტომ იმას დავწერ რაც უშუალოდ მეხება და რაც ძალიან მაწუხებს. პირველ რიგში, მინდა უკეთეს სკოლაში სწავლობდეს ჩემი ძმა. მინდა, მომავლისთვის ამზადებდნენ, საკმარის განათლებას აძლევდნენ, პროფორიენტაციაში ეხმარებოდნენ და, რაც მთავარია, სწავლას ასწავლოდნენ, მოტივაციას აძლევდნენ. კიდევ, მინდა მეზობლები ჩვენს ტერიტორიებს აღარ ავიწროებდნენ, ეკონომიკურად ძლიერ და თავდაცვის უნარის მქონე ქვეყანაში მინდა ცხოვრება, მაგრამ ეგ ვის არ უნდა. იქნებ, ჩემი ძმა ისე თუ გაიზრდება, მე როგორც ვისურვებდი, მივაღწიოთ მაგას, ოღონდ ჯერ მითვის შესაბამისი გარემოს შექმნაა საჭირო. თქვენ სკოლებში ისეთი ემოციებით ლაპარაკობთ ხოლმე ასეთ თემებზე, რაღა ვთქვა არვიცი, მაგრამ მაგ დროს უფრო მჯერა, რომ რამე გამოვა.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში ფსიქოლოგი მინდა გამოვიდე ,მაგრამ ეგეც იმიტომ მინდა, რომ ჩემი თავი შევიცნო, როგორც ამბობენ. ჩამოყალიბებული ადამიანი უნდა გამოვიდე, ძლიერი ფსიქიკა მქონდეს და პრინციპულობას ვინარჩუნებდე შეთხვევათა უმრავლესობაში. მაშინ ჩემი თავი მომეწონებოდა და ცხოვრებით კმაყოფილებასაც მივაღწევდი.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ნიშნავს ევროპის მიწურულში, საინტერესო ისტორიის მქონე ქვეყანაში რთულ ცხოვრებას. აქ თავს ვერ მოუყრი ვერაფერს, რამის გაკეთება გაგიჭირდება და სამართლიანად წარმატების მიღწევაც არაა ადვილი, მაგრამ ქართველობა ის არის, აქედან წასვლა რომ არ გინდოდეს, საერთო პრობლემას შენად აღიქვამდე, მოკლედ იცოდე ნაკლი და ის, თუ მის “სიძულვილში რაოდენი სიყვარულია”