ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მარიამი დაიბადა 1998 წელს ქუთაისში, ბავშვობა გაატარა წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში. 2005 წელს შევიდა გეგუთის N1 საჯარო სკოლაში. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო. 2013 წლიდან აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში. პირველი იყო პედაგოგთა კავშირ ”განათლება და სამყარო” მიერ განხორციელებული ქართულ-აფხაზური პროექტი ”ჩვენ მშვიდობა გვინდა”. მომავალში მარიამი გახდა ამ ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ლიდერთა კლუბის წევრი და აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგებსა და განხილვებში. 2014 წელს მარიამი გახდა წყალტუბოს ”ეტალონი” მოსწავლის ტიტულის მფლობელი. 2015 წელს ჩაერთო ახალგაზრდული ჩართულობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროექტში რომელსაც ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”People In Need” მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით წყალტუბოს, თერჯოლისა და საგარეჯოს რაიონებში და მარიამი იყო წყალტუბოს ახალგაზრდული კომიტეტის წევრი. პროექტის ფარგლებში კომიტეტებმა მოახერხეს სამოქმედო გეგმის გაწერა და თავიანთ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოფხვრა. 2016 წელს იყო ”შენი ხმა ჩვენი მომავალია” ბაზალეთის საზაფხულო სკოლის მონაწილე. 2017 წელს იყო ინიციატივის მიერ ორგანიზებული კამპანიის ”ჩვენ საქართველოს მოქალაქენი” მონაწილე და გუნდის კაპიტანი. 2017 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე და ამჟამადაც განაგრძობს სწავლას. მისი ჰობია აქტიური ცხოვრება და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

გამომდინარე იქიდან, რომ ინიციატივის წევრიც ვარ და სამოქალაქო ქმედების სკოლის მონაწილეც, სათქმელიც საკმაოდ ბევრი მაქვს.
ჩემი ინიციატივასთან თანამშრომლობა დაიწყო 2017 წლის ზაფხულში, ბაზალეთზე, სადაც ახალგაზრდები გავერთიანდით ერთი მიზნისთვის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგვეინტერესებინა საქართველოს კონსტიტუციით და მოგვეხდინა მისი პოპულარიზაცია სოციუმში. კამპანიას სახელად ერქვა ”ჩვენ საქართველოს მოქალაქენი”. თითოეულმა გუნდმა საკმაოდ ბევრი ვეცადეთ რათა ჩვენზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეგვესრულებინა და საქმესაც პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ. იქედან მოყოლებული, დღემდე ინიციატივა ჩემთვის განუყოფელ ნაწილად იქცა. ინიციატივა ჩემთვის არის ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანსწრაფული ახალგაზრდების გაერთიანების საუკეთესო პლატფორმა. ჩემი აზრით ინიციატივა პირველია საქართველოში რომელმაც შეძლო ასობით კილომეტრით დაშორებული ახალგაზრდების ერთი მიზნისთვის გაერთიანება. ინიციატივამ მომცა შესაძლობლობა უკეთ გავცნობოდი საკუთარ თავს, გავმხდარიყავი თვითკრიტიკული და ამასთანავე თავდაჯერებულიც, მან შემმატა საკუთარი თავის რწმენა და მაფიქრებინა რომ შრომისა და მონდომების შედეგად ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. და ბოლოს, ყველაზე მთავარი რასაც ინიციატივას უნდა ვუმადლოდე ახალი მეგობრები და ახალი ურთიერთობებია, რომლებთან ერთადაც უამრავ კარგ საქმეს გავაკეთებ მომავალში.
სამოქალაქო ქმედების სკოლა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა, რათა მიმეღო ახალი ინფორმაციები იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებსაც ჩემს მომავალ პროფესიასთან შეხება არ ქონდა, თუმცაღა ძალიან მაინტერესებდა. სკოლაში ვიყავი ეკონომიკის მოდულის მონაწილე და გავიარეთ ისეთი საბაზისო საკითხები როგორიცაა მოთხოვნა/მიწოდება, მონოპოლია და ოლიგოპოლია, კრიპტოვალუტები, ეკონომიკური მოდელები და სხვა. სკოლა დამეხმარა თვალსაწიერის გაფართოებაში და მომცა საშუალება რიგ საკითხებს უფრო მეტად ჩავღრმავებოდი და უკეთესად გამეგო. მეგობრები და ურთიერთობები, ისევე როგორც ინიციატივის შემთხვევაში აქაც პირველ ადგილს იკავებს 🙂

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

EGI-ს არსებობის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როცა ამ ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მოაწყო ყველაზე მასშტაბური საზაფხულო სკოლები ”შენი ხმა ჩვენი მომავალია” რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე საქართველოში. მას შემდეგ ყოველთვის თვალყურს ვადევნებ მის საქმიანობას. ყველაზე მეტად რაც ევროპულ-ქართულ ინსტიტუტში მომწონს, არის ის რომ ისინი მუშაობენ ყველაზე მნიშვნელოვან თემატიკაზე, ახალგაზრდების ჩარტულობის გაზრდასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობაზე. ჩემთვის EGI არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია უამრავი რესურსი იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის სწორი კუთხით განვითარებას. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მთავარი პლიუსი კი ისაა, რომ მისი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, გამოცდილი და მოტივირებული კადრებით.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე ისეთი საქართველო მინდა სადაც ქართველობას არ წაგვართმევენ :დ (ეს ხუმრობით) რეალურად ისეთი საქართველოს შექმნა სადაც ცხოვრება მოგვეწონებოდა, თითოეულ ჩვენგანს ცალ-ცალკე და ერთად შეგვიძლია. ვამბობთ რომ დღევანდელ საქართველოში ცხოვრება არ მოგვწონს, თუმცა სიტუაციის გაუმჯობესებისთვის არაფერს ვცდილობთ. თუმცა თუ ზებუნებრივი ძალა მექნებოდა, ჩემი საქართველო იქნებოდა ასეთი: აღარ იარსებებდა ეკონომიკური სიდუხჭირე და თითოეულ ადამიანს შეეძლებოდა ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ქალები და კაცები იქნებოდნენ თანასწორნი მომსახურების ნებისმიერ სფეროში, პარლამენტშიც, სკოლაშიც, ქუჩაშიც და სამზარეულოშიც. იქნებოდა ქვეყანა სადაც ადამიანს ორიენტაციის, რელიგიის, იდეოლოგიისა და ეთნიკური განსხვავებულობის მიუხედავად არავინ მიაყენებდა შეურაცხყოფას. იქნებოდა ქვეყანა სადაც დემოკრატიული წყობილება არა ფორმალურად არამედ მართლა იარსებებდა და ხალხი იქნებოდა უმაღლესი ხელისუფალი. ამ ყველაფრის შექმნა იოლი არ არის, თუმცა შესაძლებელია და იმედი მაქვს ჩვენ ამას უახლოეს მომავალში ნამდვილად მოვახერხებთ.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მომავალში მე მინდა ვიყო სამედიცინო პერსონა რომელიც იზრუნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე :დ მაგრამ სანამ ჩემს პროფესიულ საქმიანობას შევუდგები პირველ რიგში მინდა ვიყო აქტიური მოქალაქე რომელსაც შეეძლება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საზოგადოებისთვის გაზიარება.

ქართველობა ჩემთვის არის…

ჩემთვის ქართველობა პირველ ყოვლისა დაუოკებელი მებრძოლი ჟინია. ჟინი, რომელსაც სურს უკეთესობისკენ შეცვალოს არსებული. წარსულის დიდების და აწმყოზე გლოვის ნაცვლად გაცნობიერებულ და ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ნიშნავს ჩემთვის ქართველობა.ქართველობა ყოველთვის ნიშნავდა მტერსა და მოკეთეს შორის გონივრული არჩევანის გაკეთებას. ქართველობა ჩემთვის ყოველთვის ასოცირდებოდა შემწყნარებლობასთან და ადამიანს, რომელიც ცდილობს გაილაშქროს ამ ღირებულებების წინააღმდეგ უბრალოდ არ აქვს გააზრებული საკუთარი ქვეყნის წარსული, არ ფიქრობს მომავალზე და ფუჭად ებღაუჭება აწმყოს. ვიყო ქართველი ნიშნავს ვიცავდე ჩემი ქვეყნის კულტურას, კულტურულ ძეგლებს და არა ვერაგულად ვანადგურებდე მათ.
ქართველობა თანადგომაა, გაჭირვებულის ირგვლივ ყველას გაერთიანება და არა მისკენ თითის გაშვერა და გაკრიტიკება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.