🎉 სანამ შაბათ-კვირა მოგვადგება, ძალიან კარგი ამბავი გვაქვს: მარიამ ღიბრაძე გერმანიაში, ქალაქ გუმერსბახში, ლიდერობის საერთაშორისო აკადემიაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კურსში „თავისუფალი საზოგადოების საფუძვლები“.
👩🎓მარიამი ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია, რომელსაც მონაწილეობა ჩვენს თითქმის ყველა პროექტში მიუღია: დიპლომატიის სკოლით დაწყებული, ურბანლაბით დამთავრებული – და გარდა ამისა, ძალიან კარგი ადამიანია, მოტივირებული, აქტიური და განათლებული.
😎 პროგრამაში მარიამის მონაწილეობა შესაძლებელი გახდა Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის დახმარებით, რომელთანაც ევროპულ-ქართული ინსტიტუტი დიდი ხანია ძალიან წარმატებულად თანამშრომლობს.
🇬🇪️🇩🇪 ️წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს!
მარიამის ინტერვიუ