ჩემი მოკლე ბიოგრაფია
ის დაიბადა 2000 წლის 14 მარტს, ქალაქ ცაგერში. სწავლობს ცაგერის #1 საჯარო სკოლაში და ამჟამად არის აბიტურიენტი. 8 წელი დადიოდა ცეკვაზე. ასევე, დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა და გამოყენებითი ხელოვნების კურსი. აქტიურად არის ჩართული შიდა სასკოლო და მასშტაბურ პროექტებში,მოდელირებებში.
ჩემთვის #ინიციატივა /
ჩემთვის ინიციატივა არის, საკუთარი შესაძლებლობების ფართოდ გამოვლენის საშუალება, ხალხთან კომუნიკაციის დამყარება, რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა, რაც დაგვეხმარება, რომ გვქონდეს უკეთესი მომავალი. ინიციატივა არის- იდეების გენერირება, მისი განხორციელების გზების ძიება, ქმედება თითოეული ჩვენგანის სასიკეთოდ,ის არის საჭირო მომენტში დამოუკიდებელი, აქტიური მოქმედების უნარი. ინიციატივა არის ჩვენი შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბება და მიმართვა საჭირო ქსელზე. მაშასადამე, ინიციატივა ჩემთვის და კიდევ ბევრი სხვა ახალგაზრდისთვის არის გზა განვითარებისა და პროგრესისთვის.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების სწორად ჩამოყალიბებაზე და გვასწავლის,რომ თითოეული ჩვენგანის აქტიურობა მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ხელს უწყობს აქტიური მოზარდების ჩამოყალიბებას და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. ის მოზარდებს საშუალებას აძლევს მოახდინონ ინტეგრირება სხვადასხვა აზროვნების ადამიანებთან. გაეცნონ თითოეულის დამოკიდებულებას, ისწავლონ სხვისი აზრის პატივისცემა,მოსმენა და ჯაჭვური პოლიტიკით მივიდეთ საბოლოო დასკვნამდე. ის გვასწავლის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია XXI საუკუნეში საზოგადოების ყველა ნაწილის ჩართულობა ძლიერი სახელმწიფოს შექმნაში.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მინდა საქართველო იყოს ერთიანი,მიზანსწრაფული ახალგაზრდებით სავსე. მინდა საქართველოში დაცული იყოს დემოკრატიის პრინციპები რის შედეგადაც მივიღებთ დაცულ საზოგადოებას.მინდა, განათლებული,კვალიფიციური მოხელეები მუშაობდნენ რომლებიც ქვეყნის მომავალს უკეთესს გახდიან. იყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო. საჭიროა მეტი კრეატიული და პერსონიფიცირებული საზოგადოება, რომლებსაც გათავისებული აქვთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ქვეყანა, სადაც არ იზღუდება სიტყვის თავისუფლება და მინიმუმამდეა დაყვანილი დანაშაულთა რიცხვი. სახელმწიფოს ფუნქციონირებაში ასევე აუცილებელია ყველაფერი ამის საძირკველი იყოს განათლება.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ჩემს სამომავლო პროფესიად წარმომიდგენია სოციოლოგია,რადგან სოციოლოგია არის ადამიანური საზოგადოების სისტემატიური შესწავლა. სოციოლოგი კი არის ადამიანი, რომელსაც საზოგადოების მეცნიერული გაგება აქვს. მე კი მაინტერესებს საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება და მისი სხვა კუთხით დანახვა. სოციოლოგიური ხედვა ადამიანებს ეხმარებათ შეაფასონ მათი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობები და წინააღმდეგობები. ის გვეხმარება გავიგოთ თუ რა შესაძლებლობების პატრონები ვართ (არ ვართ) და როგორ შეიძლება ჩვენი მიზნების მიღწევა.სოციოლოგიური ხედვა გვეხმარება ვიყოთ ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრები და ჩვენი შესაძლებლობები სწორად გამოვიყენოთ.სოციოლოგიური ხედვა გვიბიძგებს პატივი ვცეთ ადამიანების განსხვავებულობას და წინ აღვუდგეთ ამ განსხვავებულობისაგან წარმოშობილ პრობლემებს.
ქართველობა ჩემთვის არის…
ქართველობა ჩემთვის არ არის კონკრეტული ცნება. მას მრავალმხრივი გაგება აქვს. ის შეიძლება ვიგულისხმოთ: ენა, კულტურა, ტრადიციები, რელიგია. “ქართველობას გვართმევენ!” გაიძახიან ქართველები, თუმცა რას ნიშნავს ეს ქართველობა, არავინ იცის. ვნერვიულობთ, როდესაც გვართმევენ მამულს, ხანდახან ვნერვიულობთ, როდესაც ინგლისური და რუსული სიტყვები მრავლდება ქართულში. ვნერვიულობთ, ვყვირით, ვცვლით მთავრობებს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ფაქტია, რომ ვექტორი და ორიენტირები აგვერია.ვიდრე იმ ადამიანს ან იმ ერს ვნახავდეთ ვინც ქართველობას გვართმევს, დავფიქრდეთ თავად ხომ არ ვანადგურებთ ქართველობას, მაშინ როცა ბუნებაში, ფეხზე წამომდგარი, სასმისით ვსვამთ საქართველოს სადღერძელოს, ნასუფრალს იქვე ბუნებაში ვტოვებთ და მერე ისევ ვდგებით ქართველობის სადარაჯოზე.