ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ „დროების” სიუჟეტში ისაუბრა.

სიუჟეტი სპონტანურად წარმოშობილ საპროტესტო მოძრაობებს ეხებოდა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა, კონკრეტულ პრობლემებზე კონცენტრირდებიან. გიორგი მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს ხშირი დემონსტრაციები, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზით ერთიანდებიან, ცხადად მიუთითებს იმაზე ქვეყანაში საპროტესტო მუხტის არსებობაზე. მან აღნიშნა ამ საპროტესტო კერების მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიისთვის, რადგანაც სწორედ ეს პროცესები განაპირობებს იმას, რომ საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარდამავალი დემოკრატიული რეჟიმის სტატუსს.

გიორგი მელაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა „ხელოვნურ სუნთქვაზეა”. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა დღეს რეზერვებისა და საგარეო პარტნიორებისგან მიღებული პირდაპირი დახმარებების იმედადაა, მათი ამოწურვის შემდგომ კი სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაუარესდება.

„დროება” გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემაა, რომელიც ეთერში ყოველი კვირის ბოლოს გადის და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაანალიზებას ემსახურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.