17 ოქტომბერს „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა – გიორგი მელაშვილმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ტელეკომპანია „ფორმულაზე“, გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემაში – „დროება“.
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას მან ხაზი გაუსვა ისტორიული რაკურსის გათვალისწინების მნიშვნელობას. მელაშვილმა შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შედეგებიც და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია „შუის გაკრევფა“, ანუ მესამე პარტიების მარგინალიზება. მისი აზრით მესამე პარტიებმა უნდა შეძლონ საუთარ გამოსავალზე, ალტერნატივაზე შეჯერება, რომელსაც ისინი შესთავაზებენ საზოგადოებას. თუმცა მისივე თქმით, მესამე პარტიების მხრიდან ასეთი ქცევა ქართულ რეალობაში უიშვიათესი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, მელაშვილი მიიჩნევს, რომ მათ უნდა შეძლონ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება, ვინაიდან 2-3%-იანი ელექტორალური მხარდაჭერის პირობებში, მათ ფიზიკურად არ გააჩნიათ დამოუკიდებლად ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა, მეტიც – ამ პირობებში ისინი კონსოლიდაციის გარეშე ვერ შეძლებენ ვერც საკუთარი დღის წესრიგის შექმნას და არც მედიაში დაეთმობათ დიდი დრო, ვინაიდან მსგავსად პოლიტიკურისა, მედია გარემოც საკმაოდ პოლარიზებულია.
გადაცემის სანახავად გადადით ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=cSflAATtw_I