8 ნოემბერს ევროპულ-ქართულ ინსტიტუტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. დოკუმენტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო ცხოვრებაში.
მემორანდუმის მეშვეობით ჩვენი ორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად ჩაატარებს უფრო მეტ პროექტს, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას და უფრო აქტიურად იმუშავებს ახალგაზრდებთან.ამჟამად ჩვენი ორგანიზაციები ერთობლივ პროექტებს უკვე ახორციელებენ, მათ შორის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის ყველაზე მასშტაბური თანამშრომლობის პროექტს – კამპანია „შენი ხმა, ჩვენი მომავალია“.
მომავალში ორივე მხარეს დაგეგმილი აქვს სხვადასხვა მასშტაბური პროექტები ,რომელთა მეშვეობითაც ჩვენი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასახული მიზნები უნდა განხორციელდეს.