ჩემი მოკლე ბიოგრაფია
მერი კვარიანთაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, სწავლობს მეცნიერება და ხელოვნების ფაკულტეტზე (ისტორია და პოლიტოლოგია). იგი იყო გორის ახალგაზრდა ლედერთა ქსელის წევრი და გორის ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატი. 2016-2017 წლებში იყო ილიუნის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. ამჟამად დასაქმებულია მოხალისედ არასამთავრობო ორგანიზაცია EMT-ში, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი-ში გადის SYDC_სტაჟირების პროგრამას და არის სტაჟიორი. 2018 წელს სწავლობდა სამოქალაქო ქმედების სკოლაში, უსაფრთხოების მოდულზე.
ჩემთვის/ #ქმედება არის
“სამოქალაქო ქმედება აერთიანებს საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის: ახალგაზრდა ინოვატორებს, ბრწყინვალე ლიდერებს, მომავალ პოლიტიკოსებს – იმ ადამიანებს, ვინც მზად არის შეცალოს სამოქალაქო ცხოვრება საქართველოში. ქმედების მიზანია დაეხმაროს მათ, ვისაც უნდა აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და გახდეს უკეთესი საზოგადოების შემქმნელი. რომლების მიზანი არის შენი პიროვნული ზრდა და ლიდერული თვისებების გაუმჯობესება.
სამოქალაქო ქმედების სკოლამ საშუალება მომცა მიმეღო ცოდნა უსაფრთხოების შესახებ. წარმომეჩინა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ და მომეხდინა თავის უკეთ რეალიზება.
ქმედება ჩემთვის არის მაგალითი, იმის თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ამისათვსი მთვარი განათლება და სწორი არჩევანის გაკეთებაა.
”
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
“ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობების ხელშეწყობას და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების დამკვიდრებას. მოხარული ვარ, რომ ინსტიტუტი ახროციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც უმეტესწილად გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.
ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიზნებს შორის პრიორიტეტი ენიჭება წარჩინებული ქართველი მოსწავლეებიისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო სარბილეზე (კონფერენციები, საერთაშორისო მოდელირებები, საგანმანათლებლო ტურები) მონაწილეობის ხელშეწყობას. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის უმთავრესი ამოცანაა ახლაგაზრდებში ისეთი უნარჩვევების გამომუშავება, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა და საჯაროდ გამოსვილის უნარების ამაღლება.
ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულმა პროექტმა ხელი შემიწყო არაფორმალური განათლების მხრივ ცოდნის გაღრმავებაში, დამანახა უკეთ საკუთარი შესაძლებლობები და მომცა დიდი გამოცდილება, როგორც თეორიული, ისე პრქტიკული. მათთან თანამშრომლობის შემდეგ გავხდი მეთად აქტიური სამოქალაქო აქტივიზმში და მომემატა მოტივაცია.
”
მე ასეთი საქართველო მინდა…
“ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ როგორი მინდა, რომ იყოს საქართველო. ისეთი საქართველო, რომელიც დღეს არის არ მომწონს, მაგრამ არც ზურგს არ ვაქცევ. მინდა ვცხოვრობდე ისეთ საქართველოში, სადაც იქნება მყარი ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების მაღალი დონე, ბევრი სამუშაო ადგილი და ხალხი იქნება სამოქალაქო ცხოვრებაში მეტად ჩართული. საქართველო მინდა იყოს უსაფრთხო ადგილი, პირველ რიგში აქ მცხოვრები ადამიანებისათვის, ამისათვის საჭიროა ძლიერი თავდაცვა და კვალიფიციური სამართალდამცველები. მინდა მეტი ყურადღება ეთმობოდეს ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქვეყანაში იყო მეტი ადგილობრივი მეწარმე, ვიდრე დღესაა.
ყველაზე მთავარი, მინდა ვცხოვრობდე ისეთ, საქართველოში, სადაც მთავრობა თავის მოვალეობას ისე შეასრულებს როგორც საჭიროა.
”
მომავალში მე მინდა გამოვიდე
მომავალში ვინ მინდა გამოვიდე? ალბათ კარგი, შემდგარი პიროვნება, განათლებული და კვალიფიციური. სამომავლო პროფესია ჯერ ვერ გადავწყვიტე, თუმცა არ მიმაჩნია საჭიროდ რომ დიპლომით მუშაობა აუცილებელია. მინდა გამოვიდე ჩემი საქმის პროფესიონალი(რასაც ავირჩევ) და მუდმივად მქონდეს იმის საშუალება, რომ განვავითარო საკუთარი თავი, მინდა რომ შევძლო ადამიანების ცხოვრების შეცვლა უკეთესობისაკენ.
ქართველობა ჩემთვის არის…
“ქართველობა, როგორც მცნება, რომლის განხილვაც შეიძლება ჩემთვის არ არსებობს. მართალია ქართველებს გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც საერთოცაა და ინდივიდუალურიც. აქედან გამომდინარე “ქართველობზე”, როგორც ერთიან მცნებზე ვერ ვისაუბრებ.
“