სტატიის ორიგინალი ვერსიის ავტორი:
James Nixey,
Director, Russia-Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
მარიამ ჯაფარიძე
თარგმანის რედაქტორი:
გიორგი მელაშვილი,
მარიამ ღიბრაძე

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებები ორიგინალ ტექსტზე ეკუთვნის ჩეთემ ჰაუსს. ქართული თარგმანი შესრულებულია აკადემიური მიზნებისთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მოხალისეების მიერ.

იმის მტკიცება, რომ რუსეთი საზღვარგარეთ უბრალოდ სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსად მოქმედებს, ნიშნავს იმას, რომ უგულებელვყოთ მისი მბრძანებლური და ძაალადობრივი მიდგომა მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და მისივე ცინიკურად გულგრილი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლისა და ნორმებისადმი.

Რაში მდგომარეობს მითი?

ეს მითი შემდეგნაირად შეიძლება შეჯამდეს:
რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეიძლება გავაკრიტიკოთ და შეიძლება გავკიცხოთ. მაგრამ რუსეთი ისევე იქცევა, როგორც სხვა დიდი სახელმწიფოები. არც დასავლეთი იცავს საერთაშორისო სამართალს რუსეთზე მეტად და აბუჩად იგდებს თავისივე დამტკიცებულ ნორმატიულ სტანდარტებს. საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უნიპოლარული სამყარო საკუთარ პრეროგატივად მიიჩნია. აშშ არამხოლოდ არღვევს საერთაშორისო სამართალს, არამედ საკუთარ თავს მასზე მაღლა მდგომადაც კი მიიჩნევს. NATO-ს სამხედრო ინტერვენცია იუგოსლავიაში პრინციპულად არ განსხვავდებოდა რუსეთის ქმედებისგან უკრაინაში. აშშ-ს, რომელიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს მონროს დოქტრინით (რაც ამერიკის კონტინენტზე გარე ძალების ჩარევას, როგორც აშშ-სთვის საფრთხეს განიხილავს), არა აქვს უფლება უსაყვედუროს რუსეთს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე გავლენის სფეროს შესახებ. ევროკავშირი კი ცალსახად იმპერიაა, რაც ერთადერთი სახელში არაა ასახული.

ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?

დასავლეთში (NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები) ტოლობის ნიშნის დასმა ორ განსხვავებულ პერსპექტივას ეფუძნება. „რეალისტების“ არგუმენტი, რომელიც მოკლედ ჩამოაყალიბა ჯონ მირშაიმერმა, აცხადებს რომ ყველა სახელმწიფოს მთავარი მოტივატორი არის „ძალაუფლების გაზრდის“ სურვილი.უკრაინასთან რუსეთმა იმოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი დიდი ძალა იმოქმედებდა იმ მეტოქის საპასუხოდ, რომელიც „შემოვიდა (მის) უკანა ეზოში და საფრთხეს უქმნიდა მის ფუნდამენტურ სტრატეგიულ ინტერესებს“. კონსერვატორი ანალიტიკოსი, პიტერ ჰიტჩენსი, რომელიც გამოირჩევა დასავლეთის გადწყვეტილებებში ნორმების როლისადმი აგდებული დამოკიდებულებით, არა მხოლოდ იზიარებს რუსული პოლიტიკის ხედვებს, არამედ ევროკავშირს უყურებს, როგორც სავარაუდო ჰეგემონს, რომელიც არის „ყოველმხრივ გერმანიის გაგრძელება, სახელის გარდა“ და აგრესიულ ლიბერალურ- ინტერნაციონალისტურ ძალას. ამ მოსაზრებას იზიარებს ბრექსიტის მრავალი მომხრე და ის ევროსკეპტიკოსები, რომლებიც შიშობენ გერმანიის დომინირებას.

ამის საპირისპიროდ, სხვები, ვინც მეტ ყურადღებას უთმობენ ლეგიტიმურობისა და საერთაშორისო ნორმების საკითხს, გმობენ კულტურულ უმეცრებას, „ჯვაროსნულ მენტალიტეტსა“ და ორმაგ სტანდარტებს, რაშიც დასავლეთის პოლიტიკას, ან მხოლოდ მის ანგლო-ამერიკულ ფრთას სდებენ ბრალს. რიჩარდ საკვა და ანატოლ ლივენი ამტკიცებენ, რომ საშინაო ფაქტორებს ისეთივე დიდი გავლენა აქვთ აშშ-ს პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებით, როგორც თავად რუსეთის ქმედებებს. საკვას აზრით, „კლინტონისეული ლიბერალ-ინტერნაციონალისტებისა და ნეოკონი გლობალური ინტერვენციონალისტების შერწყმამ“ გაამწვავა რუსეთისადმი „მანამდე არსებული დამოკიდებულებები“ და „პარანოია“. ლივენი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ორი ტრადიციის ურთიერთქმედებაზე: „მესიანიზმი“ („გასვლა და სამყაროს ამერიკად გადაქცევა“) და შოვინიზმი. ორივე ერთიანდება ნეო-კონსერვატორულ რწმენაში „აბსოლუტური სამხედრო უპირატესობის გზით მსოფლიო ბატონობის ერთპიროვნულობის “ შესახებ. ლივენი ასევე ეწინააღმდეგება მათ თვალთმაქცობას, ვინც ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, რომ „ამერიკას, ბოლო-ბოლო, გააჩნია საკუთარი გავლენის სფერო ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვისპირეთში“. გამოჩენილი ისტორიკოსი ვიქტორ ბულმერ-თომასი უფრო შორს მიდის და აშშ-ს არსებითად იმპერიულ პროექტად მიიჩნევს. ლუიზიანას, ტეხასისა და სამხრეთ-დასავლეთის მიერთების მომენტიდან იგი გახდა „ტერიტორიული იმპერია“, რომელიც საბოლოოდ ზღვის მიღმა გაფართოვდა. მე -20 საუკუნეში მან თავისი მბრძანებლობა მის მიერ შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტების საშუალებით გააფართოვა.

რუსეთის ხელმძღვანელობა ირიბად აძლიერებს ამ მითს – არა ზემოხაზგასმულ ექვივალენტურობაზე ყურადღების გამახვილებით, არამედ დასავლეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევებზე აპელირებით. რუსეთის საგარეო პოლიტიკის ოფიციალური საფუძვლებია გაეროს ქარტია (რომელიც, რა თქმა უნდა, მას უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლებას აძლევს), საერთაშორისო სამართალი და სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა. მისი აზრით, დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ემყარება „აშშ-ს დიქტატს“, დემოკრატიის მხარადაჭერას, სამხედრო ინტერვენციასა და რეჟიმის ცვლილებას. ყოველგვარი წინააღმდეგობის შემჩნევის გარეშე, რუსეთი ასევე ამტკიცებს უფლებას „პრივილეგირებული ინტერესების სფეროსა“ და „საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად თანამემამულეების დაცვის უფლებას“. მოსკოვის გადმოსახედიდან, რუსეთისა და დასავლეთის პოლიტიკა აცდენილია; ისინი არ არიან ექვივალენტურები. ასე რომ, მართალია, იგი მკაფიოდ არ მიჰყვება „ერთნაირად ცუდის“ მითს, მაგრამ რუსეთი საშუალებას აძლევს მას წარმატებით იარსებოს დასავლეთის მოქმედების მიუღებლად გამოცხადებით.

რატომ არის მითი მცდარი?

ამ კრიტიკული თვალსაზრისებიდან ბევრი ჭეშმარიტების მარცვალს შეიცავს. დასავლეთი არ არის სათნოების განსახიერება. აშშ-ს ომს ერაყში (რასაც, უნდა ითქვას, რომ დასავლეთის რამდენიმე მთავრობა ეწინააღმდეგებოდა) არ ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა (UNSC), რის გამოც ბევრმა ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნია. ზოგი უფრო შორს წავიდა და აშშ უარყოფით ჰუმანიტარულ და გეოპოლიტიკურ შედეგებში დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არც გაეროს უშიშროების საბჭოს და არც გაეროს გენერალურ ასამბლეას არ დაუგმიათ ოპერაცია „ერაყის გათავისუფლება“. უფრო მეტიც, ძალიან საკამათოა, რამდენად იყო მისი შედეგების უმეტესობა უარყოფითი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ სირიის აღიარებული მთავრობის მხარდაჭერა თავისთავად არ არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერომ დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულებში და ამ მიმდინარე კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები აჭარბებს კიდეც ერაყისას. „ვინ არის უარესი“ -ეს არის განსჯის საკითხი. ამ ვიწრო გაგებით, ეს არ არის მითი, რომელიც შეიძლება აქ დაამსხვრიო.

ევროკავშირი იმპერია რომც იყოს, იგი ერთადერთია, რომელიც მოთხოვნითაა. NATO-ს გაფართოებაც არანაკლებ ეფუძნება მოთხოვნას. სწორედ გარეთ მყოფ ქვეყნებს სურთს გაწევრიანება, ხოლო შიგნით მყოფები კი მოთხოვნებს უწესებენ. ამისგან გასხვავებით, რუსეთის ინტეგრაციული პროექტები სხვა ქვეყნებისთვის „მყარი კეთილმეზობლობის“ თავზე მოხვევის სქემებია.

რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებებსა და ფოლისიზე?

Ამ მითს ფოლისიზე ზედაპირულად ძალიან მცირე გავლენა აქვს. Ევროკავშირისა და ნატოს მთავრობები არ არიან განწყობილნი იმისათვის, რომ ორმაგი სტანდარტების, თვალთმაქცობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში რამე წვლილი შეიტანონ. Განხეთქილება სანქციებთან ან რუსეთთან ურთიერთიბის შესახებ სხვა მიზეზების გამო წარმოიშვება. Მაგალითად, ეკონომიკური ინტერესი, რწმენა იმისა რომ კომპრომისი უნდა მოიძებნოს, “უფრო დიდ” პრიორიტეტებზე მიმართვის საჭიროება, “უკრაინის დაღლილობა” და დანაშაული 90-იანი წლების რუსეთის “დამცირების” გამო. ეს არის სხვა მითების ასახვა და არა ამისა.

მაგრამ აკადემიის, ანალიტიკური ცენტრების, მედიის, ხელოვნებისა და ეროვნული პარლამენტის ნაწილისათვის “მორალური ექვივალენტობა” არის თითქმის საყოველთაოდ აღიარებული მიმდევრობა. ის ასევე ფართოდაა გავრცელებული ლიბერალურ წრეებში, რომელთა წევრებმაც შეიძლება ერთ დღეს რუსეთი მართონ: ხალხი, რომელიც გმობს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს თავისი ცინიზმის გამო, მაგრამ რომელიც არ დათანხმდება რომ ამერიკისა ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ფუნდამენტურად განსხვავებულია. Ამ ფაქტორების გათვალისწინებით მითი ბევრად უფრო გავლენიანია, ვიდრე გარედან ჩანს.

როგორია კარგი მიდგომა?

მითის აქტუალურობა შენარჩუნდება მანამ, სანამ დამტკიცდება, რომ დასავლეთი არ იცავს იმ სტანდარტებს, რომელსაც სხვებისგან მოითხოვს. Წლების განმავლობაში ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყენების მთავრობები უშვებდნენ, რომ სხვები მათს კეთილს განზრახვებს უდავოდ იღებდნენ. Რეალურად, ეს ასე არ არის. Ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად, დასავლეთმა იმდენივე ძალისხმევა უნდა ჩადოს ფოლისის ახსნაში, რაც მის შემუშავებაში. Რუსეთმა ფოლისი ნარატივების შექმნაში მნიშვნელოვანი ძალისხმევა ჩადო. Დასავლეთის მთავრობები შეუბრალებელნი უნდა იყვნენ ამ ნარატივების განხილვისას, როდესაც ისინი დამახინჯებული ან ყალბია. Ამავე დროს მათ ნათლად უნდა უნდა წარმოაჩინონ საკუთარი მისწრაფებები, ისევე როგორც, მათ წინაშე არსებული კომპრომისები და დილემები. Როგორც გერმანიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდს უთხრა 2003 წლის ერაყის ომის წინა დღეს “დემოკრატიის პირობებში თქვენ გევალებათ დაიცვათ თქვენ პოზიცია”.

დაᲑოლოს, დასავლეთმა არ უნდა მოიხადოს ბოდიში იმ ფაქტის გამო, რომ იგი არის საზოგადოება, რომელიც განისაზღვრება წესებითა და ღირებულებებით. მას ასე მოქცევის პასუხისმგებლობა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.