მითი 4: რუსეთი დასავლეთთან კონფლიქტში არ არის

სტატიის ორიგინალი ვერსიის ავტორი:

Mathieu Boulègue,
Research Fellow, Russia and Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
გიორგი ეკალაძე, გიორგი სირბილაძე
თარგმანის რედაქტორი:
მარიამ ღიბრაძე
ორიგინალი:
Myth 04: ‘Russia is not in a conflict with the West’

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებები ორიგინალ ტექსტზე ეკუთვნის ჩეთემ ჰაუსს. ქართული თარგმანი შესრულებულია აკადემიური მიზნებისთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მოხალისეების მიერ.

დასავლეთთან დაპირისპირება მოსკოვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ამ კონფლიქტის დამახასიათებელი ნიშანია არატრადიციული საომარი მეთოდები, რომელიც მოიცავს ღია სამხედრო დაპირისპირების გვერდის ავლასა და მშვიდობიანობის ზღვარზე ყოფნას.

Რაში მდგომარეობს მითი?

დასავლეთის გადმოსახედიდან რუსეთთან ურთიერთობები “გამოწვევად” განიხილება, მაგრამ ევროპელი და ჩრდილოეთ ამერიკელი ფოლისიმეიქერები რუსეთთან კონფლიქტის არსებობის აღიარებას ერიდებიან. Თუმცა კრემლის ამჟამინდელი მმართველები თავიანთ თავს აშკარად დასავლური წინამძღოლობით წესებზე დამყარებულ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგთან კონფლიქტში ხედავენ. ეს დაპირისპირება გაჭიანურებული, პოლიტიკური, მორალური და, შეიძლება ითქვას, ცივილიზაციურიც არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის დასავლეთთან ღია ომში ჩართული, მისი ქმედებები კონფლიქტის ფართო განმარტებაში ექცევა, რომელიც მრავალი საშუალებით ხორციელდება სამიზნეთა ფართო სპექტრის წინააღმდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.

ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?

Ფოლისის განხილვების დროს ხშირად ვისმენთ, რომ “დასავლეთის ქმედებები კრემლის პროვოკაციას იწვევს”, “მოსკოვი მხოლოდ საკუთარ თავს იცავს ლეგიტიმურად დასავლური ხელყოფისგან”, “დასავლეთი პასუხისმგებელია რუსეთის არასაიმედოობაზე” ან რუსეთის მიერ მიღებული მტრული ზომების შედარება დასავლეთის მსგავს ქმედებებთან შეიძლება.

ამ მითებს ხალხის ფართო სპექტრი იჯერებს, მათ შორის არიან: ისინი, ვისაც არ ესმით რუსეთის უსაფრთხოების ხედვა; დაკმაყოფილების მომხრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთს სჭირდება “გავლენის სფერო”; ცნობილი პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ გაზსადენის აშენება უკრაინის ენერგო უსაფრთხოების ხარჯზე; ევროპული ქვეყნების პარლამენტარები, რომლებიც პოლიტიკური მოტივებით სტუმრობენ ოკუპირებულ ყირიმს. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მთავრობები ცდილობენ კრემლთან “დიალოგისკენ”, როგორც თვითმიზნისკენ, სწრაფვას.

რატომ არის მითი მცდარი?

რუსეთი არაა მორიგი “გამოწვევა” წესებზე დამყარებული ლიბერალური მსოფლიო წესრიგისთვის. მოსკოვი ბუნებრივადაა დასავლეთთან მტრულ და კონფრონტაციულ გახანგრძლივებულ მდგომარეობაში. კრემლი სწამს, რომ დასავლეთი, წარმოდგენილი ტრანსატლანტიკური ალიანსის სახით, ცივი ომის დასასრულს შევიდა მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. რუსეთმა დაუშვა, რომ ეს დაპირისპირება წარიმართებოდა საინფორმაციო და ზეწოლის საშუალებებით და ასევე მის პერიფერიებში რეჟიმთა ცვლილებელიკენ მიმართული “ფერადი რევოლუციების” გზით – სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იქნებოდა აშშ-ის ხელძღვანელობით წარმართული უზარმაზარი ოპერაცია “ტროას ცხენი”, რომელიც რუსეთის შიგნიდან განადგურებისკენ ისწრაფვოდა.

რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დასავლეთზე შეტევა სასარგებლოა. Როგორც დიდი ბრიტანეთის 2020 წლის ივლისის საპარლამენტო ანგარიშში რუსეთის შესახებ ვკითხულობთ: კრემლის თვალთახედვით “ნებისმიერ ქმედება, რომელიც მიმართულია დასავლეთის დასაზიანებლად, ფუნდამენტურად სასარგებლოა რუსეთისთვის”. სიტუაციას ართულებს ორი ერთმანეთის გამაძლიერებელი ფაქტორიც: რუსეთის, როგორც “ალყაში მოქცეული ციხესიმაგრის” იდეა და რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი ემზადება 2024 წლის შემდეგაც დარჩეს ხელისუფლებაში. მართლაც, კრემლი დასავლეთის წინააღმდეგ იმეორებს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ იმ პრეტენზიებს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ჰქონდა.

კრემლის სტრატეგიული მიზნები უცვლელია. იგი ცდილობს, რუსეთი აღიარონ დიდ ძალად და სურს გააკონტროლოს, როგორც ამას თავად უწოდებს “ახლო სამეზობლო” გავლენის სფეროს ფორმით. Გვიანი 2000-იანი წლების პერიოდმა კრემლს მისცა შესაძლებლობა საკუთარი განზრახვები რეალობად ექცია. მოსკოვის ქმედებები დღეს ღიად დესტრუქციულია და მიზნად ისახავს დადგენილი საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაც, ან უფრო მეტიც – დამხობას. პუტინის ხშირად ციტირებული სიტყვა, რომელიც მან მიუნხენის სამშვიდობო კონფერენციაზე 2007 წელს წარმოთქვა, უნდა გამხდარიყო განგაშის სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ გამოდის.

მოსკოვი ალყაში ყოფნის მენტალიტეტს, რომელიც კვებავს საშინაო პოლიტიკას, იყენებს, როგორც საზოგადოებისგან რეჟიმის მხარდაჭერის მიღების საშუალებას. რუსეთის სიძლიერე მხოლოდ მოწინააღმეგეების სისუსტის ფონზე ჩანს. იგი ცდილობს შეაკავოს დასავლეთის ზეგავლენა და ნატოს მიახლოება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედაა წარმოდგენილი. დასავლეთის მორალურად გარყვნილად და მტრულად წარმოჩენა რუსეთის მიერ დადგენილი სასიცოცხლო ინტერესებისთვის აგრეთვე აძლიერებს ეროვნული გადარჩენის ნარატივს.

არატრადიციული ან ირიბი მეთოდების გამოყენება არ არის უბრალოდ რუსეთის ხრიკი დასავლეთთან კონფლიქტში, ის ქმნის კონფლიქტის არარსებობის ზოგად წარმოდგენას.

კრემლი ისწრაფვის, მოარღვიოს დასავლური ინტერესები კარგად გამოცდილი ხერხებით – არატრადიციული მტრული და არაპირდაპირი მოქმედებებით, რომლებიც რჩებიან მშვიდობიანობის დროს შეთანხმებულ მოქმედებების ზღვარზე, თუმცა არა იძენენ საომარ სახეს. ეს მეთოდები მოიცავს უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევიდან დაწყებულ აქტივობებს დამთავრებული სახელმწიფოს შეკვეთილი მკვლელობებით. საინფორმაციო ომი ამ მოქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი მიზანია მშვიდობიანობის დროს შეცვალოს ფსიქოლოგიური და ქცევითი გარემო რუსეთის სასარგებლოდ. ბუნდოვანებისა და საკამათო ქმედების გზით, სარწმუნოდ თუ არადამაჯერებლად, ისინი ცდილობენ შეარბილონ დასავლეთის სიმტკიცე და შეარყიოს პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღების პროცესები – და საბოლოოდ შეცვალონ რუსეთის განზრახვების ბუნების მიმართ არსებული აღქმა.

მნიშველოვანია აღინიშნოს, რომ არატრადიციული ან ირიბი მტრული ზომების გამოყენება არაა უბრალოდ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების მახასიათებელი თავისებურება, არამედ რეალურად, ის ხელს უწყობს თავად ამ კონფლიქტის არარსებობის შეგრძნებას.

რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებებსა და ფოლისიზე?

დასავლეთში ბევრია ეთანხმება თეზისს იმის შესახებ, რომ კრემლთან კონფლიქტი საშიში და უსიამოვნოა. თუმცა, კონფლიქტის, როგორც ფაქტის, აუღიარებლობა ქმნის არასწორ წარმოდგენას რუსეთის განზრახვებზე დასავლეთის მიმართ ფოლისიმეიქერებსა და საზოგადოების ფართო ფენებში. ეს აგრეთვე ზღუდავს მთავრობების უნარს, რომ უპასუხონ და შეაკავონ რუსეთის მტრული ქმედებები. დასავლეთის თავშეკავებულობა ამ საკითხში მრავალჯერ დაფიქსირდა, რისი მაგალითიცაა, 2006 წელს ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე სუსტი რეაგირება.

რუსეთის სტრატეგიის საფუძვლები დასავლეთის წინააღმდეგ საექსპერტო დონეზე კარგად არის გააზრებული, თუმცა ფოლისიმეიქერები მათ ხშირად იგნორირებას უკეთებენ – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მტრულ ქმედებას მძიმე შედეგები მოაქვს დასავლეთის უსაფრთხოებასა და შინაგან გამძლეობაზე. ეს წარუმატებლობა კი იწვევს პოლიტიკის არასწორად წარმართვას. ამ მხრივ, ძირეული შეცდომაა თუკი დავუშვებთ, რომ კრემლი თანამშრომლობითაა დაინტერესებული. ეს ასე არ არის. მოსკოვი პატივისცემასა და სტატუსს აიგივებს ძალაუფლებასთან და არა თანამშრომლობასთან. Დასავლელი ფოლისიმეიქერები უმეტეს შემთხვევაში კრემლთან მეგობრული ურთიერთობების დაწყების წრიულ მახეში ებმევიან, თუმცა ისევ იმედგაცრუებულნი რჩებიან. 2009 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოსკოვთან ურთიერთობების “განახლების” პოლიტიკამ, საქართველოში რუსული ტანკების შესვლიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, შედეგად 2014 წელს მაინც ვერ შეძლო კრემლის მიერ ყირიმის ანექსიის პრევენცია.

საბოლოოდ, კრემლის განზრახვასთან დაკავშირებული მუქარის არასწორი შეფასებები ზრდის არასათანადო გაანგარიშების რისკს. Ეს მოიცავს მარტივ კონცეპტუალურ გაუგებრობებსა და არაზუსტ უსაფრთხოების აღქმებს დაუგეგმავი სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობასთან ერთად. მოსკოვის აგრესიული სამხედრო ქცევა ზრდის ტაქტიკური შეცდომების რისკს. რუსეთთან დაკავშირებული მრავალი საჰაერო და საზღვაო ინციდენტი არა სამხედრო პერსონალს შორის გაუგებრობის, არამედ წინასწარ განზრახული რუსული პროვოკაციების შედეგია, რომელიც მიზნად დასავლეთის დათმობებზე წასვლის იძულებასა და საკუთარი ძალის არსებობის დემონსტრირებას ისახავს. ამგვარი კონფრონტაციის პოლიტიკით, რუსეთი დასავლეთის რეაქციას სწავლობს. ეს შემაშფოთებელია, რადგან რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობები დასავლეთის რეაგირებისა და კლასიკური შეკავების პოლიტიკის წარმოებისთვის ხშირად დასავლური ზღვრის ქვემოთ ექცევა.

კარგი ფოლისი როგორი უნდა იყოს?

სავარაუდოდ, დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის ქცევას – თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთის მოქმედებები კრემლში ორმაგი სტანდარტების დამადასტურებელ საბუთად აღიქმება, რაც ხელს უწყობს რუსეთის მსოფლმხედველობისა და ქცევის გამართლებას. ამის ნაცვლად, დასავლელმა ფოლისიმეიქერებმა უნდა შეცვალონ აზროვნების გზა და აღიარონ რუსეთთან ხანგრძლივი კონფლიქტის პირობებში ყოფნის შედეგები. ამან არ უნდა გამოიწვიოს ზედმეტი თვითშეზღუდვა: კრემლის მოქმედებებზე რეაგირება არ უნდა იყოს მიჩნეული კონფლიქტის გამამწვავებლად ან საზიანოდ. მიზანი უნდა იყოს დასავლური სანდოობის აღდგენა.

ევროპის მთავრობებმა და ნატოს წევრებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება რუსეთის მტრული მოქმედებების საპასუხოდ. პოლიტიკის დონეზე ეს შეიძლება გაკეთდეს რუსეთის მტრული ქმედებების დამაჯერებლად და სისტემურად გამოვლენის, მიკუთვნებისა და დისკრედიტაციის გზით. აღშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მოხსენების ბოლოდროინდელი პუბლიკაცია რუსეთთან დაკავშირებით, რომელშიც პუტინის რუსეთი კლასიფიცირებულია როგორც “საყოველთაოდ აღიარებული“ საფრთხე უსაფრთხოებისთვის, პირველი ნაბიჯია სწორი მიმართულებით.

Გონივრულმა პოლიტიკამ უნდა შეამციროს მოსკოვის მავნებლურად ქმედები უნარი. სხვაგვარად, არსებობს რისკი, რომ კრემლმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს მტრული ქმედებები დასავლეთის წინააღმდეგ. დასავლელმა ფოლისიმეიქერებმა უნდა აღიარონ და შეასუსტონ ეს რისკი.

რუსული ქმედებების ფასის ზრდა უნდა გადავიდეს ხელიდან ხელში ფრთხილი ჩართულობით. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის საშუალება მიზნის მისაღწევად და არა უბრალოდ ვალდებულების მოხდა. გასაგები უნდა იყოს ისიც, რომ დასავლეთი არასდროს არ უნდა წავიდეს დათმობებზე თავისი ღირებულებებისა და პრინციპების ხარჯზე.

კიდევ ერთი სასარგებლო ამოსავალი წერტილი იქნება იმის დადგენა, თუ რა ფორმის უნდა იყოს რუსეთთან სასურველი მისაღები ურთიერთობა – კერძოდ, რას უნდა ელოდოს დასავლეთი რუსეთისგან? აქედან გამომდინარე, საჭიროა მიდგომები, რომელიც მიზნად ისახავს მართვადი რუსეთის ჩამოყალიბებას. რისი მიღწევაც დასავლეთს სურს კრემლის ამჟამინდელი და მომავალი ხელმძღვანელობით, ამის გაკეთების ერთადერთი გზა “რუსეთის, როგორ გამოწვევის” თანმიმდევრული და ერთიანი აღქმაა – პირველ რიგში კი ფაქტი, რომ კრემლი დარჩება დასავლეთთან დაპირისპირებულ და კონფლიქტურ ურთიერთობებში უახლოეს მომავლის განმავლობაში. საუკეთესო, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ (და მიაღწიონ) ფოლისიმეიქერებს არის ზიანის კონტროლი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.