მითი 5: ჩვენ გვჭირდება პანევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც რუსეთსაც ჩართავს
Duncan Allan,
Associate Fellow, Russia and Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
მარიამ ღიბრაძე, ანა მიქაია,მარიამ ტაბახმელაშვილი
თარგმანის რედაქტორი:
მარიამ ღიბრაძე
ორიგინალი:
Myth 05: ‘We need a new pan-European security architecture that includes Russia’
Რაში მდგომარეობს მითი?
ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მომდევნო ლიდერები და მაღალი თანამდებობის პირები ამტკიცებდნენ, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ინსტიტუციური ელემენტები – განსაკუთრებით ნატო, მაგრამ ასევე ევროკავშირიც, რომელმაც ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში უფროდაუფრო ძლიერი დასაყრდენი შეიქმნა – ექსკლუზიურად ემსახურება დასავლეთის მოწინავე ქვეყნების ინტერესებს. Მათი არგუმენტი შემდეგია:
- რუსეთის მარგინალიზებითა და მისი პრობლემების უგულებელყოფით ევროატლანტიკური სტრუქტურები ახანგრძლივებს ევროპის საშიშ და არასტაბილური გეოპოლიტიკურ დაყოფას.
- Ეს სტრუქტურები უნდა ჩაანაცვლოს ხელშეკრულებაზე დაფუძნებულმა ფართო კონტინენტურმა შეთანხმებამ, რომელშიც გაერთიანება რუსეთი, ხოლო აქტიური მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
- რუსეთთან ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა ევროპის გრძლევადიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას დაუდებდა საფუძველს.
ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?
Გასული საუკუნის 90-იან წლებში კრემლის ინიციატივა გახლდათ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) გარდაქმნილიყო ევროპის საუკეთესო უსაფრთხოების ინსტიტუტად. 2008-09 წლებში პრეზიდენტმა მედვედევმა წამოაყენა პანევროპული ხელშეკრულების იდეა, რომელიც გულისხმობდა კოლექტიური უსაფრთხოების ახალი რეგიონული სისტემის ფორმირებას. სწორედ მას შემდეგ, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები განაგრძობენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის თითქოსდა არსებული დასავლეთ-ცენტრისტული და ანტი-რუსული მიმართულების კრიტიკას.
Მიუხედავად იმისა, რომ Დასავლელი გადაწყვეტილებების მიმღებთა ერთმა ნაწილმა უარი თქვა არსებული ევროპული უსაფრთხოების ინსტიტუტების გადახედვაზე, რუსეთის ნარატივმა მაინც მოიპოვა კეთილგანწყობა გარკვეულ წრეებში. შედეგად ბერლინსა და პარიზში აღმოჩნდა რამდენიმე ისეთი დამკვირვებელი და ფოლისიმეიქერი, რომლებიც სიმპათიით განეწყვნენ ვლადიმერ მედვედევის ევროპული უსაფრთხოების ხელშეკრულების მონახაზის მიმართ, მით უფრო რომ, ის დადებითი პასუხი ნაწილობრივ ასახავდა აშშ-ის ეგიდით საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მიმართ არსებულ გერმანულ და ფრანგულ წინააღმდეგობას. Ამის მსგავსად, 2019 წელს კვლავ გაჟღერდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოწოდება “ევროპაში ნდობასა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ახალი არქიტექტურის”, როგორც რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების ნაწილის, ჩამოყალიბებაზე.
რატომ არის მითი მცდარი?
რუსეთის მოწოდებები პანევროპული უსაფრთხოების სისტემის შესახებ სამი მიზეზის გამოა პრობლემური. Პირველი – ისინი იგნორირებას უკეთებენ ძირითად განსხვავებებს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით. Რუსეთის სუვერენიტეტის გაგება სათავეს ადრეული პერიოდიდან იღებს. Უსაფრთხოების რეფორმირებულ არქიტექტურაში ის საკუთარი თავისთვის (და სხვა “დიდი ძალებისთვის”) განსაკუთრებულ ადგილს წარმოიდგენს. რუსეთს ხელთ ექნება ვეტოს უფლება, რაც მისცემდა მისთვის დასაწუნი ინიციატივები დაებლოკა (მაგალითად, ნატოს მეტად გაფართოვება). Ეს შეზღუდავდა შედარებით პატარა მოსაზღვრე ქვეყნების უფლებებს (მაგალითად, შეაჩერებდა ნატოში მათ გაერთიანებას ან შეაფერხებდა ევროკავშირში მათი პროცესს). სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის გამართლებით, სუვერენიტეტის რუსეთისეული ხედვა მოკლებულია ნორმატიულ განზომილებას. ამის საპირისპიროდ დასავლური აზროვნების წესი ევროპული უსაფრთხოების შესახებ დიდ ძალებს არ ანიჭებს პრივილეგირებულ უფლებებს, გამორიცხავს “გავლენის სფეროებს” და მიუხედავად არათანმიმდევრული გამოყენებისა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სახელმწიფოს ღირებულებებს ანიჭებს უფრო დიდ მნიშვნელობას.
Რუსეთის მოწოდებები პანევროპული უსაფრთხოების სისტემაზე უგულებელყოფს ფუნდამენტურ სხვაობებს სუვერენიტეტის საკითხის შესახებ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.
Მეორე – რუსეთის შემოთავაზებები პანევროპული უსაფრთხოების შესახებ ალოგიკურია. Მათი დაშვებით ინკლუზიური, მთელ კონტინენტზე გავრცელებულ უსაფრთხოების სისტემას შეეძლებოდა ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სირთულეების გაქრობა. Რეალურად, ეს სირთულეები გამოწვეულია ევროპული უსაფრთხოების შესახებ რადიკალურად შეუთავსებელი ხედვებით, რომელსაც ამ სისტემის ფუნქციონირების შეჩერება შეუძლია.
Მესამე – პანევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთის შემოთავაზებების დეტალები ხშირად ბუნდოვანია. Ეს მოცემულობა Მათთან ერთად საქმიანობაში მნიშვნელოვნად ჩართვის გართულების გარდა, დასავლელ ფოლისიმეიქერებში აჩენს ეჭვს, რომ რუსეთს ნაკლებად აღელვებს თამაშის ახალ წესებზე დათანხმება, ვიდრე არსებულის დარღვევა დასავლური ორგანიზაციების დაყოფის გზით – რაც განსაკუთრებით გულისხმობს ნატოს პარალიზებას.
რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებებსა და ფოლისიზე?
ჩვეულებრივ დასავლელი ფოლისიმეიქერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი პანევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ რუსეთი მოთხოვნების მიმართ. Მიუხედავად ამისა, ცენტრალური მტკიცება, რომელსაც რუსული შემოთავაზება ეყრდნობა, რომ ახალი უსაფრთხოების სისტემა ევროპაში გეოპოლიტიკურ დაყოფას დაასრულებს, კვლავ მაცდური რჩება. როგორც ზემოთ აღინიშნა, წარსულში მას დადებითი გამოხმაურება ჰქონდა გარკვეული დასავლელი ფოლისიმეიქერებისგან, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ღელავენ რუსეთთან არასახარბიელო ურთიერთობებით გამოწვეულ ზიანსა და შესაძლო საფრთხეებზე. Იმის გამო, რომ რუსეთთან ამჟამად არსებულ ჩიხურ სიტუაციას უსიამოვნო პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, პანევროპული უსაფრთხოების შესახებ მოწოდებებმა შეიძლება წაახალისოს ხანგრძლივი იმედები რუსეთთან ჯერ კიდევ სავარაუდოდ ასაგები მნიშვნელოვად თანამშრომლური ურთიერთობების შესახებ. Ამის შედეგი კი არის ევროპული უსაფრთხოების მიმართ რუსულ და დადგენილ დასავლურ მიდგომებს შორის არსებული სხვაობის გაბუნდოვანება. შედეგად, ამ მითს შეუძლია დასავლელი გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღება მოაკლოს ისეთი რთული მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებას, რომელიც აუცილებელია რუსულ გამოწვევაზე რეაგირებისთვის.
კარგი ფოლისი როგორი უნდა იყოს?
უპირველეს ყოვლისა, ფოლისიმეიქერებმა აუცილებელია ცხადყონ, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ არსებული უთანხმოება წარმოიშვება სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებული ფუნდამენტური სხვაობებიდან. რუსეთს სურს პრივილეგიები საკუთარი თავისთვის, სუვერენიტეტის შეზღუდვები მეზობელ ქვეყნებზე და შეთანხმება, რომ სახელმწიფოები არ უნდა გაკრიტიკდნენ, თუ ისინი თავიანთ საშინაო საქმეებს წარმართავენ დემოკრატიის, ადამიანთა უფლებებისა და სამართლიანი სახელმწიფოს ღირებულებებთან შეუსაბამო არათანმიმდევრული გზებით. რუსეთის ამგვარი, მე-19 საუკუნის პერსპექტივა არსებითად ეწინააღმდეგება ძირითად დასავლურ ინტერესებსა და ღირებულებებს.
Მეორე – დასავლელი დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსა უნდა ესმოდეთ, რომ ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთთან საუბრის პოლიტიკური კურსის გამოწვევა წინააღმდეგობრივ შეხედულებებთან გამკლავებაა და არა ახალი ინსტიტუტების შექმნა, რამაც ყველასთვის აუხსნელი მიზეზის გამო, შეუძლია ისინი დაშალოს. Შეხედულებებთან გამკლავება რთული, მაგრამ რეალისტური და მიღწევადია; ბოლო კი აუხდენელი ოცნების დევნის ტოლფასია.
Მესამე – მაშინ, როდესაც ვაღიარებთ, რომ ევროპული უსაფრთხოების საკითხზე რუსეთთან არსებული სხვაობების საფუძვლიანია და შეჯერებას არ ქვემდებარება, დასავლურმა მთავრობებმა უნდა აწარმოონ შეთანხმებული ცდები ამ სხვაობების თავიათნ ინტერესებთან შესაფერისი, თანმიმდევრული გზებით (მაგ. Ნდობის აღდგენის პრაქტიკული ზომების მიღება, შეიარაღებაზე კონტროლის ინიციატივების აღდგენა, ფოკუსირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება) შეძლებისდაგვარად მართვისთვის. Არასწორად აღქმის, გაგებისა და გაანგარიშების რისკის შემცირება უკეთესია, ვიდრე თავის მოკატუნება იმის შესახებ, რომ სხვაობები არ არსებობს ან შეიძლება დაიმარხოს ქაღალდებში. ეს უკანასკნელი შედეგად გამოიწვევს ფოლისიმეიქერების მიერ საკუთარი თავის მოტყუებას თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ და რისკის ქვეშ დააყენებს რუსი ლიდერების დარწმუნებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლური მთავრობები მეტად მგრძნობიარეა ამგვარი აზროვნების მიმართ, ვიდრე ეს რეალურად ჩანს.
Მეოთხე – Განსაკუთრებული სიმშვიდე მართებთ დასავლელ პოლიტიკოსებსა და დაინტერესებულ მხარეებს. Რუსი ფოლისიმეიქერები კვლავ ეცდებიან დასავლური აუდიტორიის დაძაბვას და ევროპული უსაფრთხოების არსებული ინსტიტუტების მხარდაჭერის შერყევას არასტაბილურობის საფრთხეების გაზრდითა და ომით, რომელსაც თითქოს ამგვარი სტრუქტურები იწყებენ. Თავისთავად, რუსეთთან ცუდი ურთიერთობა ტრაგედია არ არის; და ეს არ ნიშნავს დასავლური ინტერესების გარდაუვლად ძირის გამოთხრას. Ეს უბრალოდ არის შეხსენება იმისა, რომ მათი ინტერესები ეწინააღმდეგება რუსეთისას – და რომ აქედან გამოწვეულ უთანხმოებას სჭირდება ღიად აღიარება და ფხიზლად გამკლავება.
Რუსი ფოლისიმეიქერები კვლავ ეცდებიან დასავლური აუდიტორიის დაძაბვას და ევროპული უსაფრთხოების არსებული ინსტიტუტების მხარდაჭერის შერყევას არასტაბილურობის საფრთხეების გაზრდითა და ომით, რომელსაც თითქოს ამგვარი სტრუქტურები იწყებენ.
Მეხუთე – დასავლეთმა უკეთესად უნდა იმოქმედოს. Როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს ევროპაში უსაფრთხოების შესახებ დასავლური აზროვნების რამდენიმე ცენტრალური ღირებულება. Რუს ფოლისიმეიქერებს ის საკმარისად სერიოზულად არასდროს მიუღიათ – ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათი მომავლის ხედვა განსხვავებულია, მაგრამ ასევე ნაწილობრივ იმიტომაც, რომ დასავლური ქვეყნები ხშირად თავიანთი სიტყვის მიხედვით არ ცხოვრობენ. არარეალურია მოლოდინი იმის შესახებ, რომ ორი მხარის ინტერესები და ღირებულებები ოდესმე სრულ თანხვედრაში იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, დასავლეთის ქვეყნებმა სულ მცირე აღმოფხვრან უფრო უხეში და აშკარა შეუსაბამობები – მაგალითად, დაიცვან სამართლიანი სახელმწიფო და ადამიანთა უფლებები “საგამონაკლისო გაცემის” (უბრალო ენით: გატაცება და წამება) მოგვარებისა თუ ფასილიტაციის დრო, რათა გაანელოს ბრალდებები ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტების შესახებ, რაც ასუსტებს მათს საერთაშორისო ავტორიტეტს.
დაბოლოს, დასავლური მთავრობების მზად უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მეტი უთანხმოებისთვის. Სავარაუდოა, რომ რუსეთი კვლავ წამოაყენებს წინადადებებს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფართო რეფორმის შესახებ. Რუსული აზროვნების გზის უცვლელი ბუნება იმაზე მიანიშნებს, რომ როვა ეს მოხდება, სუვერენიტეტის საკითხი კიდევ ერთხელ გამოიწვევს მკაფიო უთანხმოებას. Ეს კი ბიძგს მისცემს ზოგიერთი არაკომფორტული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებას, თუმცა რა გაეწყობა. Დასავლური მთავრობები უნდა გაუმკლავდნენ რუსეთს ისეთს, როგორიც არის და არა ისეთს, როგორიც მათ სურთ, რომ იყოს.