მითი 6: ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები რუსეთთან მისი მხრიდან დათმობების გარეშეც, რადგანაც გაუმჯობესება ყველაფერზე მნიშვნელოვანია

სტატიის ორიგინალი ვერსიის ავტორი:
Sir Andrew Wood,
Associate Fellow, Russia and Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
მარიამ ჯაჭვაძე, ანანო მიქაძე
თარგმანის რედაქტორი:
გიორგი მელაშვილი
ორიგინალი:
Myth 06: ‘We must improve the relationship with Russia, even without Russian concessions, as it is too important’


საავტორო და მომიჯნავე უფლებები ორიგინალ ტექსტზე ეკუთვნის ჩეთემ ჰაუსს. ქართული თარგმანი შესრულებულია აკადემიური მიზნებისთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მოხალისეების მიერ.

დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კონფრონტაციული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული მზარდი შიდა რეპრესიები მკვეთრად ამცირებს პუტინის კრემლის კონსტრუქციულობის შანსს დასავლეთის ტრანსატლანტიკური ძალების, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ, მცდელობებზე მოსკოვთან თანამშრომლობითი ურთიერთობები დაამყარონ.

Რაში მდგომარეობს მითი?

დასავლეთის ლიდერებმა სხვადასხვა დროს წამოაყენეს რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის ამბიცია, მისი მემკვიდრეობითი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მიუხედავად იმ განვითარების გზისა, რომელიც რუსეთმა ბოლო ათწლეულში აირჩია. შედეგი იყო განმეორებადი ციკლი იმედიდან იმედგაცრუებამდე – ისევ და ისევ.

დასავლეთის ლიდერების ლტოლვა, ისევ და ისევ დაიწყონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის მშენებლობა, ეფუძნებოდა რამდენიმე საკამათო დაშვებას:

  • რუსეთის გეოპოლიტიკური წონა იმდენად დიდია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ იმას, რასაც რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკური ლიდერები საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებად თვლიან. ეს ითვალისწინებს იმასაც, რომ რუსეთის ინტერესები უფრო მაღლა უნდა დაყენდეს, ვიდრე რუსეთის ნაკლებად ძლევამოსილი მეზობლების. ამ დაშვების გაგრძელება არის დასკვნა, რომ შედეგად ყველა იხეირებს ორმხრივი ნდობითა და უსაფრთხოებით.
  • რუსეთს და დასავლეთს აქვთ საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები
  • რუსეთის უნდობლობა დასავლეთის მიმართ მომდინარეობს წარსულში დასავლეთის მიერ მოსკოვის დამცირებიდან.
  • რუსეთისთვის ბუნებრივია მისი ამჟამინდელი, ზემოდან-ქვემოთ მიმართული მმართველობის სისტემა და ის მომავლშიც ასეთი დარჩება.

ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?

ასეთი სენტიმენტები განსაკუთრებით მაცდურია დასავლეთის წინასწარ განწყობილი პოლიტიკოსებისა და მიმოხილველებისთვის, რადგანაც ემთხვევა რუსეთის სამთავრობო წრეებში არსებულ შეხედეულებსბაც. აქსიომად შეიძლება მივიჩნიოთ დებულება, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რუსეთსა და მის მმართველებს, და რომ ნდობის აშენება რუსეთსა და დასავლეთს შორის უნდა იყოს მთავარი მიზანი ახალი და უფრო უსაფრთხო ურთიერთობების განსავითარებლად. თეორიული ვარაუდი კი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საკითხებში წარმატებამ შეიძლება გააღრმავოს ურთიერთგაგება. შეიძლება, შეუძლია კიდევაც – მაგრამ მაგრამ თქმა ყოველთვის ადვილია, ვიდრე კეთება.

ბოლო დროს ყველაზე იმედიანი ინოვატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირმა, ისევე როგორც საფრანგეთმა, ხელი უნდა გაუწოდოს რუსეთს. მაკრონამდე ანალოგიურ განზოგადებულ საფუძვლებზე დაყრდნობით „გადატვირთვას“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცდილობდა. მან უზრუნველყო ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების (START) ხელმოწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან – დიმიტრი მედვედევთან – 2010 წლის 8 აპრილს, მაგრამ ამას აღარ მოჰყოლია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან ურთიერთობის სრულყოფისთვის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიისწრაფოდა პრეზიდენტ პუტინთან ახლო და პირადი, მაგრამ გაუგებარი ურთიერთობისკენ. ყველა ასეთი მიდგომისა და ადრეულ ეტაპზე დასავლეთის პოლიტიკური ფიგურების მცდელობების შედეგმა, თუ კი იყო ასეთი, იქონია მხოლოდ დროებითი ეფექტი რუსეთის როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე შიდა პოლიტიკურ ევოლუციაზე. ამ მიდგომებმა ვერც ევროპის უსაფრთხოების მდგრადი გაუარესება აგვარიდა. აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სურს გააგრძელოს 2010 წელს დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, მაგრამ მან გაცილებით მკაცრი პოზიცია დაიკავა ამ ხელშეკრულებასთან მიმართებაში.

რატომ არის მითი მცდარი?

პრინციპში სიმართლია, რომ რუსეთი და დანარჩენი ევროპა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს გარანტირებული უსაფრთხოების სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში და მისი თანმხლები ურთიერთგაგებისგან. არსებობს ასევე კრიზისით გამოწვეული პროგრესისკენ მიმავალი გამოცდილებაც, რომალმაც გამოიწვია ინსტუმენტების წარმოჩენა ცივი ომის დროს. მაგრამ არასაიმედო ბალანსი, რომელიც არსებობდა საბჭოთა და დასავლეთის ბლოკებს შორის ვარშავის პაქტის დაშლამდე, აღარ არსებობს. უსაფრთხოების სისტემები და ურთიერთგაგებები, რომელიც ცივი ომის დროს არსებობდა, დროსთან ერთად ჩამოიშალა.

ევროპაში ვერ იქნება უსაფრთხოება, სანამ რუსეთი, დიდი ძალის სტატუსზე პრეტენზიის ფარგლებში, ითხოვს მის სამეზობლოში არსებული ნაკლებად ძლევამოსილი ქვეყნების ბედის გადაწყვეტის უფლებას და ამის აღსრულებას აპირებს როგორც სამხედრო ძალის გამოყენებით, ასევე მისი გამოყენების მუქარით. არგუმენტი, რომ რუსეთს სჭირდება ასეთი სარტყელი რომ თავი დაიცვას დასავლეთისაგან, ეფუძნება იმ რწმენას, რომ საერთაშორისო ურთიერთობები აუცილებლად დგას ძალმომრეობაზე, და რომ დასავლეთი რუსეთთან გეოპოლიტიკური ბალანსის ძიებაში უპირველესად სამხედრო ძალას ეყრდნობა. „რუსული ციხესიმაგრის“ ხატი, რომლისთვისაც დასავლეთი, და განსაკუთრებით აშშ საფრთხეა, ასევე არის ქვეყნის შიგნით არსებული ავტორიტარული რეჟიმის მნიშვნელოვანი საყრდენი.

საერთო ინტერესების სია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ დასავლელი მომლაპარაკებლები რუსეთთან ახალი ურთიერთობების შესაქმნელად რუს კოლეგებთან საუბრისას, მტკივნეულად მცირეა. მაკრონმა, მისი წინამორბედების მსგავსად, წამოაყენა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობა; აგრეთვე არის ხშირად ნახსენები საკითხი არის კიბერდანაშაულთან ბრძოლა; დასავლელი ლიდერების უმეტესობა მხარს დაუჭერდა ვაჭრობისა და ინვესტიციების გააქტიურებას. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ დისკუსიის სივრცის, როგორ ფრთხილადაც არ უნდა ყოფილიყო ის შერჩეული, შემოთავაზების შემდეგ აშკარა ხდება მისი პრაქტიკული საზღვრები მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე. რუსეთიც გმობს ტერორიზმს, მაგრამ ტერორიზმის მისეული განმარტება ან ტერორიზმის საფრთხეებზე პასუხისმგებელთა სია სრულიად განსხვავდება შესაძლო დასავლელი პარტნიორების შეხედულებებისგან. რუსეთი ახლოს არის ირანთან, დასავლეთი – არა. რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები უკრაინაში, ლიბიაში და სუბსაჰარული აფრიკის ადგილებშიც, თუმცა ამ სამხედრო შენაერთების კავშირს კრემლთან მოსკოვი უარყოფს. რუსეთი და დასავლეთი არ იზიარებენ კიბერდანაშაულის საერთო განმარტებას. ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან ართულებს სანქციები, კორუფცია – ოფიციალური თუ არაოფიციალური – რომელიც აფერხებს რუსეთის ეკონომიკას, და სასამართლო დამოუკიდებლობის არ არსებობა.

აღსანიშნავია, რომ თავად მოსკოვს არ შეუთავაზებია დასავლელი პარტნიორებისთვის ასეთი საკითხების მენეჯმენტის ახალი გზების მოსაძიებელი შეხვედრის ჩატარება. 1990-იანი წლებში და პუტინის ერის დასაწყისში რუსეთისა და აშშ/ევროპის ურთიერთობებში მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე სამუშაოდ ჩართული იყო ტრანსატლანტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ევალებოდათ მუშაობა მათ რუს კოლეგებთან. ამ ინიციატივების უმრავლესობა უმეტესწილად რუსეთის ხელისუფლების ინიციატივით შეწყდა. მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, რომ გადატვირთვის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილიყო სოციალური დიალოგს. არანაირი სასარგებლო შედეგი ამას მოჰყოლია. რუსეთმა არ დააფიქსირა პოზიცია ისეთ ორმხრივ ზომებთან დაკავშირებითაც კი, რომელიც, თითქოს მის ბუნებრივ ინტერესებს წარმოადგენს – სამხედრო შემთხვევითობების თავიდან აცილება ან რისკის შემცირება სამხედრო ძალების განლაგებისა და წვრთნების მიზეზების ურთიერთგაგების გზით.

რა გავლენა აქვს დასავლეთის მიმდინარე გადაწყვეტილებებსა და ფოლისიზე?

უკანასკნელი წლისა და სამი თვის განმავლობაში რუსეთის მმართველობაში მომხდარმა რადიკალურმა ცვლილებებმა რუსეთთან უფრო მეტად ბალანსირებული და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების დასავლეთის იმედების სრული კომპრომეტირება მოახდინა. 2020 წლის 1 ივლისს, პუტინისა და მისი ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი საეჭვო „სახალხო ხმის მიცემით“ იყო მიღებული, რასაც მალევე რუსეთის დუმის (პარლამენტის) მიერ მიღებული რეპრესიული შინაარსის ცვლილებები დაემატა, რომლებიც რეჟიმის მიზნების განხორციელების საშუალებას იძლევა. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყნის ყველა დონის არჩევნები (ფედერალური, რეგიონული თუ მუნიციპალური) მხოლოდ ფორმალურ ხასიათს იღებს და სრულად არის კონტროლირებული მოსკოვის მიერ; მიღებული ცვლილებების მიზანი არის საჯარო პროტესტის შეზღუდვა და პოლიტიკურ ალტერნატივებზე მსჯელობის შეზღუდვა მხოლოდ პუტინის შიდა წრისთვის მისაღები კანდიდატებით; რუსეთის კანონმდებლობა ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან შედარებით სრულ უპირატესობას იძენს; საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს შესაძლებლობას აძლევს 2024 წლიდან კიდევ ორი ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადით განაგრძოს რუსეთის მართვა.

თუნდაც ეს უკანასკნელი პერსპექტივა – პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა 2036 წლამდე – კიდევ უფრო წარმოუდგენელს ხდის ცალკეული ტრანსატლანტიკური ლიდერების ან ორგანიზაციების იმედს, რომ მოსკოვთან ერთად სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთობების მენეჯმენტის ახალი გზების ძიება, შეიძლება სასარგებლო შედეგამდე მივიდეს. 2021 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებით დაარბიეს. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, კრემლის მიერ მისი მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მკურნალობის დასრულებისთანავე ბერლინიდან რუსეთში დაბრუნდა, რამაც გამოიწვია მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციების სასტიკმა დარბევამ დასავლეთს ნათლად დაანახო, იმ რეჟიმის ბუნება, რომლთანაც ის მოლაპარაკებას აპირებდა. დაკავების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის საჭირო მკურნალობაზე უარი განუცხადა, რაც დასავლეთსთვის პუტინის რეჟიმის შესახებ კიდევ ერთი გაკვეთილი გახდა.

კრემლის რეჟიმი, ქვეყანაზე კონტროლის შესანარჩუნებლად, ეყრდნობა ძლიერ სამხედრო ძალას, რაც უდიდეს გავლენას ახდენს რუსეთის მეირ წარმოებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისა და რუსეთის მიერ ბელარუსის დისკრედიტირებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენსკოსთვის, გამოხატული მხარდაჭერის შემდეგ. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რუსეთში მცირე, დახურული ჯგუფი იღებს, რომლის ცენტრშიც პუტინი დგას. ამ წრის გარეთ, სისტემას მხარს უჭერენ ისინი, ვინც რეჟიმისგან სარგებელს იღებენ ან ისინი, ვინც გადარჩენისთვის მასზე არიან დამოკიდებულები. რუსეთში ჩატარებული გამოკითხვები, საუკეთეს შემთხვევაში, არაზუსტ ხასიათს ატარებს. გამოკითხვების შედეგად, პუტინს 65 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა მას მხოლოდ 30% ენდობა.

პუტინის სასარგებლო მოქმედებს არსებული შიში და გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი. ამას ემატება ისიც, რომ რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამომრჩევლის წინაშე თავი ვერც ერთმა სანდო და ლეგიტიმურმა კანდიდატი წარადგინოს. შედეგად არავინ იცის როგორ და როდის შეიცვლება პუტინის რეჟიმი, ან რა მოყვება ამას. „ლევადა-ცენტრის“ 2021 წლის მარტის კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 48% მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე საკითხზე, 42% ფიქრობს, რომ რუსეთის განვითარების გზა არასწორია, ხოლო 10%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. არსებობს საკმაო მტკიცებულება, რომ რუსეთის მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და საშუალო ასაკის მოქალაქეებს, სურთ ცვლილებები, ზუსტი მნიშვნელობა და განხორციელების გზები გაურკვეველია.

შესაბამისად, დასავლეთის წინაშე დგას ასეთი პერსპექტივა: ძალაუფლების მქონე პირები, უკვე არსებულ ავტოკრატულ რეჟიმს კიდევ უფრო გააძლიერებენ და იგივე რეჟიმი განაგრძობს არსებობას უახლოესი მომავლის განმავლობაში. დასავლეთს უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთის სახე, როგორც ციხესიმაგრე, რომელიც უნდა იყოს მსოფლიოს მეთაური და რომელსაც გარე ძალები, განსაკუთრებით კი აშშ ებრძვის, დიდ ხანს დარჩება მორწმუნეთა გულებში.

როგორია კარგი მიდგომა?

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დასავლელ პოლიტიკოსებს საკმაოდ ცოტა არჩევანი აქვთ. რათქმაუნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთთან მოლაპარაკებას კონკრეტულ საკითხებზე, თუ ასეთი შესაძლებლობები იქნება. თუმცა, ცხადი უნდა იყოს, რომ ამ პროცესში, რუსეთის მიზანი არასდროს იქნება დაძაბულობის შემცირება, საპირისპიროდ, რუსეთი ამ მოლაპარაკებებს ყოველთვის გამოიყენებს კონკრეტული ქვეყნების რწმენის შერყევისთვის ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებში. არ არსებობს პერსპექტივა, რომ პუტინის რუსეთმა მეზობელ სახელმწიფოებსა და განსაკუთრებით უკრაინაში დომინირების შესაძლებლობაზე უარი თქვას. გარდა ამისა, რუსეთი განაგრძობს ავროპის ქვეყნებში განხეთქილებისა და დაძაბულობის წახალისებას. სხვაგვარად, კრემლი იძულებული გახდება უარი თქვას ამბიციაზე, იყოს ზესახელმწიფო და დაუბრუნდეს შედარებით უფრო ლიბერალურ გზას.

დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, ის თუ როგორ შეაფასებს რუსი ხალხი დასავლეთის შესაძლო ქმედებებს. უცხოურ მთავრობებს, სურთ ეს თუ არა, უწევთ გაითვალისწინონ იმ სახელმწიფოების მეთაურები, რომლებთანაც აქვთ ურთიერთობა. თუმცა, არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ თვლიან პუტინი და მისი უახლოესი გარემოცდა, რომ რუსი ხალხის ეფექტური მართვა, თუნდაც ძალის გამოყენებით, უდიდესი მნიშვნელობისაა. დასავლელ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ ეს და გაითვალისწინონ რომ არსებობს დიდი და სავარაუდოდ მზარდი უფსკრული რუს ხალხსა და ხელისუფლებას შორის.

ყველა ის გრანდიოზული ჟესტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან ურთიერთობების იმგვარ გარდასახვას, როგორიც ეს ჩვენ გვინდა რომ იყოს, და არა როგორიც ეს სინამდვილეშია, ეწინააღმდეგება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას და საჭიროებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.