James Nixey,
Director, Russia-Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
მარიამ ღიბრაძე
თარგმანის რედაქტორი:
გიორგი მელაშვილი
მითი 9: დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს ჩინეთის აღზევების საპირწონედ
Ჩინეთის საფრთხედ აღქმის მიუხედავად, ამ საფრთხის დასაბალანებლად რუსეთთან ალიანსის შექმნა ძირს გამოუთხრის დასავლურ ღირებულებებს და ნებისმიერ შემთხვევაში ვერ აპოვნინებს სანდო პარტნიორს მოსკოვში. ამგვარი მიდგომა აგრეთვე არასათანადოდ აფასებს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი თავად წარმოადგენს საერთაშორისო სტაბილურობისთვის.
Რაში მდგომარეობს მითი?
პირველი შეხედვით ეს იდეა საკმაოდ მიმზიდველია: თუ ჩინეთი მომავალი ცუნამია, მაშინ მასთან საბრძოლველად ან სულ მცირე კრიზისის გასაძლებად დასავლეთის ძალებმა რუსეთი მოკავშირედ უნდა გაიხადონ. იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთის, როგორც გლობალური აქტორის, ძალა იზრდება, არსებობს გასაგები მღელვარება მისი შესაძლებლობებისა და დღის წერსიგის შესახებ. Შედეგად, ზოგიერთ წრეში დავობენ, რომ დასავლეთისთვის ჩინეთი გაცილებით მასშტაბური გრძელვადიანი სისტემატური გამოწვევაა რუსეთთან შედარებით, შესაბამისად ფოლისიმეიქერებმა პრიორიტეტი ჩინეთთან გამკლავებას უნდა მიანიჭონ და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ჩინეთთან არსებული ურთიერთობები და, გლობალურ არენაზე რუსეთის დაღმავლობით გამოწვეული მეტი მორჩილება, უნდა გადააქციონ საკუთარ უპირატესობად. იმის მიუხედავად, რომ ჩინური გამოწვევის მასშტაბი უდავოა, ატლანტიკის ორივე მხარეს ფოლისიმეიქერებისა და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული დასკვნები, განსაკუთრებით მოკლე ვადაში რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ – არასწორია.
ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?
არჩევანი Რუსეთთან მოკავშირეობასა ან ჩინეთის დომინაციას შორის ხშირად გვხვდება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოღვაწე ცნობილი პირების ოფიციალურ განცხადებებსა და წერილებში, განსაკუთრებით “რეალისტური” დოქტრინის მიმდევრების, რომლებიც არ კონცენტრირდებიან უშუალოდ რუსეთის შესწავლაზე, მაგრამ ამტკიცებენ, რომ გლობალურ სურათს ხედავენ. მაშასადამე, ამ მითს, ან მის ნაირსახეობას, ხშირად იმეორებენ კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელები, რომლებიც გლობალურ თემებზე მუშაობენ და ასევე ბიზნესმენები, რომლებისთვისაც რუსეთი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რუსეთთან „ხელსაყრელი ქორწინების“ მხარდაჭერა ხანდახან კითხვებს ბადებს.
Პოლიტიკოსებმა და საგარეო პოლიტიკის გავლენიანმა კონსულტანტებმა ალიანსის არგუმენტი დამარწმუნებლად მიიჩნიეს და ეს ტრენდი დღემდე გრძელდება. ყველაზე ცნობილი ალბათ ჰენრი კისინჯერია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მთავარ საფრთხეს პეკინში ხედავდა და მხარს უჭერდა რუსეთთან მიმართებაში „პრაგმატულ“ მიდგომას. Ბოლო წლებში მისი არგუმენტის იმაში მდგომარეობდა, რომ ცივი ომი დამთავრდა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთი აჯობებს. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციაზე კისინჯერის საგარეო პოლიტიკური აზროვნების გავლენის გათვალისწინებით.
Როგორც ამ ანგარიშის სხვა თავებში აღინიშნა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს რუსეთის ევროპულ ოჯახთან დაახლოების იდეას მაშინ, იმის მიუხედავად, რომ უგულებელყოფს რუსული საგარეო პოლიტიკის უფრო ბნელ მხარეს. Როგორც ჩანს, მაკრონი აგრეთვე მიიჩნევს, რომ რუსეთის საერთაშორისო კანონდარღვევები, ნაწილობრივ მაინც, საზრდოობს სავარაუდო დასავლური პროვოკაციებიდან. ის არამარტო დასავლეთ ევროპის ყველაზე ხმამაღალი ლიდერია, რომელიც გამოცდილებაზე მეტად იმედს ემხრობა რუსეთთან თანამშრომლობის საკითხში, არამედ, რაც გადამწყვეტია, არაფრად აგდებს იმას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს რუსეთის დაუცველი მეზობლებისთვის. Საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია უფრო მეტად ეხება არა საფრთხის ფარდობითობასა თუ დაუყოვნებლივ აღქმას, არამედ იმას, რომ რუსეთის ადგილი ევროპაშია და მას არ უნდა უბიძგონ ჩინეთთან უფრო პრობლემატური ალიანსისკენ.