2021 წელი
ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) პარტნიორობით იწყებს პროექტს „ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების პლატფორმა“. ამ პროექტის მიზანია მეტი ყურადღება მიექცეს და წახალისდეს ახალგაზრდაების მონაწილეობა პოლიტიკაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ. ამ პროექტის მიზანია მეტი ყურადღება მიექცეს და წახალისდეს ახალგაზრდაების მონაწილეობა პოლიტიკაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ.
გაიგე მეტი...
არქივი
28
ზაფხულისა და ზამთრის სკოლები, ახალგაზრდული ბანაკები, ვიქენდები<br />
13
დამოუკიდებელი მასშტაბური პროექტები სხვადასხვა საკითხებზე<br />
700
700 მოხალისე საქართველოს მასშტაბით და 5000-ზე მეტი სხვადასხვა პროექტში ჩართული მონაწილე<br />
სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე
მეტი სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე კამპანიის შესახებ...
მეტი სამხრეთ კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე კამპანიის შესახებ...
2019 წელს პირველად ნაღმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე – 4 აპრილი – სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური მასშტაბის კამპანის ჩატარებით აღინიშნება. კამპანიის სლოგანი არის „სამხრეთი კავკასია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გარეშე“. 4-დან 10 აპრილის ჩათვლით კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები კავკასიის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში და შეიქმნება საინფორმაციო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
შენი ხმა, ჩვენი მომავალია (YVOF) კამპანია
მეტი YVOF კამპანიის შესახებ...
2015 წლის აგვისტო-სექტემბერში ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის ახალგაზრდული კამპანია – “შენი ხმა, ჩვენი მომავალია“. აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავდა არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გზარდას. კამპანიაში ჩართული იყო 500 მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან, პროექტი განხორციელდა საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში – ამ კამპანიის მეშვეობით ჩვენ შევძელით არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა 20%-ით.

ლოგო #კონსტიტუციაყველასია – კონსტიტუციის დღე 2017 წლის კამპანია
#კონსტიტუციაყველასია – კონსტიტუცია ყველასია 2017 წლის კამპანია
მეტი კონსტიტუციის კამპანიის შესახებ...
საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. მას შემდეგ 24 აგვისტოს აღინიშნება კონსტიტუციის დღე – ამ დღისადმი პატივის მისაგებად ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა განახორციელა სხვადასხვა პროექტი. შედეგად განხორციელდა 40-ზე მეტი აქტივობა საქართველოს 28 სხვადასხვა რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტ #ინიციატივის ლოგო
პროექტი #ინიციატივა
მეტი #ინიციატივის შესახებ...
პროექტი #ინიციატივა მიზნად ისახავდა აქტიური ახალგაზრდების ქსელის შექმნას, რომელიც იმუშავებდა სამოქალაქო აქტივიზმის გაუმჯობესებაზე საქართველოში. პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილის პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა 20-ზე მეტ რეგიონში, ქსელის გაძლიერების მიზნით ჩატარდა 5 ზაფხულისა და ზამთრის სკოლები. შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ერთიანდება პროექტ #ინიციატივის ქსელში და მუშაობს აქტიურად ლოკალურ პრობლემებზე საქართველოს მასშტაბით.