დღევანდელი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით. სემინარის დასაწყისში ვისაუბრეთ ჩვენს მოლოდინებზე, რას ველოდებით პროექტისგან, რის შესახებ ყურადღების გამახვილება. მე და ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა ერთდროულად წამოვიძახეთ – რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიული სამყაროსთვის. ყველა დაგვეთანხმა და მოვნიშნეთ აუცილებლად განსახილველი საკითხების სიაში.

სახალისო აქტივობები კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის აკადემიაში გატარებულ დროს. შუადღით დავიყავით 4 ჯგუფად, უნდა დაგვეხატა – როგორ ხედავს დემოკრატიული საზოგადოება მსოფლიოს. მე კუბიზმის ჯგუფში აღმოვჩნდი, თავისთავად ჩვენი ნახატი პიკასოს მოტივებზე შეიქმნა. ოთხივე ნამუშევარი ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია ^^ თითოეულ მათგანზე დაკვირვებით შეგიძლია შეიცნო არაერთი ფასეულობა, რომელიც ნახატების ავტორებს აკავშირებთ.

საღამოს წარვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები, შევაჯამეთ დღე და კვლავ გავნაწილდით ჯგუფებად, რათა მოგვემზადებინა პრეზენტაციები – ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში თითქმის სულ წვიმს, ვახშამის შემდეგ უკრაინელ და თურქ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე ქალაქში გასეირნება. ვისაუბრეთ საერთო პრობლემებზე და მეგობრობაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს აკავშირებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.