დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. თავდაპირველად, ვისაუბრეთ რამდენიმე ქვეყანა, რომელთა ლიდერებიც ავტორიტარები არიან ან მიისწრაფვიან… ჯგუფებად ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით დავიყავით – ჩამოვწერეთ ქვეყნები და ლიდერები: პუტინი, ერდოღანი, ორბანი, დუტერტე და სხვები…

თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლო აგვერჩია, რომელი ქვეყნის შესახებ მოვამზადებდით პრეზენტაციას. ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ და მე რუსეთი და პუტინი ავირჩიეთ. ერთად მოვამზადეთ პრეზენტაცია, ვისაუბრეთ იმაზე თუ რა ფაქტორებმა განაპირობა პუტინის 20 წლიანი მმართველობა; რას იყენებს იმისთვის, რომ ჰქონდა ძალაუფლება და ა.შ. აღნიშნული პანელი მეტად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მომზადებულმა პრეზენტაციებმა ნათლად აჩვენა საერთო მახასიათებლები, რომლებიც ამ ქვეყნებს და მათ ლიდერებს გააჩნიათ – ისინი ერთნაირად უპირისპირდებიან დემოკრატიულ ფასეულობებს, მნიშვნელოვან ყურადღებას კი სიტყვისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვას უთმობენ.

დღის მეორე ნახევარი შემოქმედებითი იყო. ჯგუფებად ახლიდან დავიყავით და ხატვა დავიწყეთ – ამჯერად ჩემმა ჯგუფმა ჰოკუსაის მოტივებზე შექმნა ხელოვნების შემდეგი ნიმუში. ჩვენი მიზანი იყო ნახატზე აგვესახა პოპულიზმის არსი. ჩვენ, როგორც ჰოკუსაის სკოლის წარმომადგენლებმა, დიდი ტალღები დავხატეთ, ასევე შავი ღრუბლები – საერთო ჯამში, მსგავსი დეტალებით შევქმენით შტორმის ეფექტი. შტორმი აღნიშნავდა საფრთხეს, საფრთხეში კი პოპულიზმი და რეჟიმები ვიგულისხმეთ.

საღამოს კი ტაილანდელ და ინდონეზიელ მეგობრებთან ერთად გუმერსბახში აქამდე უცნობი ადგილები მოვინახულე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.