Träume werden wahr! ოცნებები მართლაც რომ ხდება! ჩემი 3 საოცნებო კათედრალიდან 2 უკვე მოვინახულე. კანტერბურის კათედრალი 2016-ში, კიოლნის კი დღეს. აახენის დამრჩა!

დღეს ექსკურსია გვქონდა კიოლნში. გოთიკური არქიტექტურისა და გერმანიის სიამაყეს – კიოლნის ისტორიულ კათედრალს – ვესტუმრეთ. ძალიან, ძალიან ბევრი ვიბოდიალე, თითოეულ დეტალს ვაკვირდებოდი – მინანქრით მოხატული სარკმელები, სკულპტურები, გერმანელ მეფეთა საფლავები. თუ კათედრალს ესტუმრები, აუცილებლად უნდა შეძლო კიბეებზე ასვლა და კათედრალის ერთ-ერთი უმაღლესი კოშკიდან გადმოიხედო.
ადით კიბეებზე და შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ…

დაღლის მიუხედავად ავედი, შედეგმა მართლაც მომხიბლა. კათედრალი დღემდე მეორე ადგილზეა სიმაღლით კიოლნში, შესაბამისად, მთელი ქალაქი ხელის გულზე ჩანდა.

საკათედრო ტაძრის მონახულების შემდეგ კი რომაულ-გერმანულ მუზეუმს ვეწვიე. სამწუხაროდ რესტავრაცია მიმდინარეობდა და მხოლოდ დიონისეს მოზაიკის ნახვა შევძელი. საოცრად ლამაზი იყო მოზაიკის თითოეული დეტალი – დიონისე, მოცეკვავე მუზები, ღმერთები და ა.შ.

საღამოს, ქალაქის ძველ ქუჩებში სეირნობის შემდეგ, კვლავ შევიკრიბეთ ერთ-ერთ პაბში და გავსინჯეთ ტრადიციული გერმანული კერძები გერმანულ ლუდთან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.