ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მიშიკო ირემაძე, იგივე მიხალისი, დაიბადა თბილისში 1997 წლის 23 დეკემბერს. 6 წლის გახდა საბერძნეთში და ცხოვრება და გარკვეული სახის მოღვაწეობა საზღვარგარეთ, კერძოდ კი საბერძნეთში განაგრძო. იყო 9 წლის განმავლობაში ფეხბურთელი და ირიცხებოდა “ჰერაკლესის” აკადემიაში. 2011 წლის დეკემბერში კვლავ დაუბრუნდა თავის სამშობლოს და უკვე დაიწყო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. 2012 წლიდან 2016 წლამდე მოღვაწეობდა და წარმოადგენდა პროფკავშირების ახალგაზრდულს. მრავალი პროექტისა და აქცია/მსვლელობის ორგანიზატორი. დაამთავრა 2016 წელს, მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი და ჩააბარა იიმავე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. 2016 წლის მორე ნახევარში გახდა პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ლიდერი და პოლიტიკური მოძრაობის #სუფთახელის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ასევე, მისი დახმარებით შეიქმნა ინტერნეტ ტელევიზია NadzaladeviTv-ის სახით. დღეს იგი ასევე, მრავალი აქტივობით არის დაკავებული და 2017 წლის ნოემბერში გამოსცა მისი პირველი პოლიტიკური-რომანი “გოლგოთის გზა”

#ქმედება არის

ჩემთვის  #ქმედება არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ვპროგრესირდე. ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების დახმარებას და განვითარებას ცდილობენ. უაღრესად მეგობრული გარემო და ამავდროულად აკადემიურობაც არ კარგავს თავის ფასს. დარწმუნებული ვარ  #ქმედბას ექნება შედეგი

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

საჭირო, აუცილებელი და თანამედროვეობის ერთადერთი ნათელი გზა. სხვა თუ არაფერი, არსებობს ჩვენი ისტორიული მჭიდრო ბმა, რასაც ემატება ჩვენი რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო. ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის განვითარება, ახალი იდეების შემუშავება, ურთიერთპატივისცემა და საყოველთაო ბედნიერება:))

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც ხელგამოშვერილი ადამიანები არ იქნებიან მრავლად, სადაც ადამიანის რწმენა, პოლიტიკური შეხედულებები და ეროვნება დაფასებული იქნება, სადაც ყველა ადამიანი თავის მიერ არჩეულ გზას გაჰყვება, სადაც ქართველი საქართველოში არ დაიჩაგრება, სადაც პოლიტიკა დაფასებული იქნება ხალხის მიერ და პირიქით, სადაც ოპოზიცია და პოზიცია რაღაცებში მაინც თანხმდებიან, სადაც შესაძლებელი იქნება ფიქრი არათუ გადარჩენაზე, არამედ რეგიონში რეალურ პირველობა…

მომავალში მე მინდა გამოვიდე

ერთიანი საქართველოს სამაგალითო პრეზიდენტი  რა თქმა უნდა, დიდი პარადოქსია და ასეც ჟღერს, მაგრამ რას იზამ, ვერც გულს უბრძანებ და ვერც ოცნებებს. ეს არის მიზანი, რომელზეც დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

ქართველობა ჩემთვის არის…

სამშბლოსადმი სიყვარული… ცნება “ქართველობა” ჩემთვის არ არსებოს, მაგრამ თუ აუცილებელია პასუხი მსგავს კითხვაზე, მუდამ იმას ვუპასუხებ რაც ზემოთ უკვე დავწერე – სამშობლოსადმი სიყვარული, მოქალაქეებისადმი პატივისცემა და ზრუნვა უკეთესს მომავალზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.