ჩემი მოკლე ბიოგრაფია
მიშო მთიულიშვილი არის ქ. გორის N3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე და ამავე სკოლის თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე. მიშომ დაამთავრა დიპლომატიის სკოლა , რომელიც ხორციელდება მომავალ დიპლომატთა კლუბის და თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ. იგი ინიციატივის ჩამოყალიბებისთანავე გახდა მისი წევრი. ის არის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის”, რომელიც “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” ქსელის და ინიციატივის წევრია.
ჩემთვის #ინიციატივა არის
უპირველეს ყოვლისა, ინიციატივა ჩემთვის არის მოტივატორი და საშუალება, რომ შევიტანო საკუთარი წვლილი ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. ინიციატივა მაძლევს საშუალებას გამომავლინო ჩემი უნარ-ჩვევები და განვივითარო ისინი. მისი დახმარებით შევიძინე უამრავი მეგობარი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ერქვათ ინიციატორები. ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გააძლიერონ სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოს ყველა რეგიონში.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთან ასოცირდება უმაგრეს ხალხთან. ეგის დამფუძნებლების და ჩემი ურთიერთობა ჩამოყალიბდა მაშინ, როცა მონაწილეობა მივიღე დიპლომატიის სკოლაში. მას შემდეგ მათთან რამდენიმე წლიანი მეგობრობა მაკავშირებს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტის წევრები ჩემთვის სამაგალითონი არიან გუნდურობით, მეგობრობით და საქმისადმი სიყვარულით.
მე ასეთი საქართველო მინდა…
მე ერთიან და ძლიერ საქართველოში მინდა ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს საძირკველია. თითოეული მოქალაქე გააცნობიერებს საკუთარ ვალდებულებებს სახელმწიფოს წინაშე და ამაღლდება მათი სამოქალაქო თვითშეგნება. მჯერა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჩვენს წინაშე არსებული ყველა პრობლემის მოგვარებისა და წინსვლის საწინდარია.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ბევრი მიფიქრია თუ რა მინდა მომავალში. ვაპირებ ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიღებული ცოდნით და გამოცდილებით კი, ვიმუშაო იქ, სადაც მექნება კარიერული წინსვლის და საზოგადოების მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება.
ქართველობა ჩემთვის არის…
ვერ დავადგინე მიუხედავად ბევრი ფიქრისა და აზრთა ჭიდილისა. არ ვიცი. დღემდე ვერ ამოვხსენი ეგ საიდუმლო. თუ გაარკვევთ, შემატყობინეთ.